ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ს ელჩზე: ელჩი უარყოფს, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 27 ივლისი 2022, 11:54
ელჩი ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ მან, შეხვედრამდე, სათანადოდ და რეალურად ვერ გათვალა და ვერც შეაფასა სიტუაცია, შესაბამისად არათუ თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში და ტყუილების თქმა მოუწია, არამედ შესაძლო გაუგებრობები შექმნა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს. 

მისი თქმით, ელჩი ისევ დუმილის პოლიტიკას აირჩევს, თუმცა ვაი ამ დუმილს, დაახლოებით წარმომიდგენია, რა საუბარი შედგება მასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შორის, მით უმეტეს აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაში მხოლოდ დეგნანივით არ აზროვნებენ, არის იქ ხალხი, რომელიც ასეც ფიქრობს, როგორ სენატორი ჯონი ერნსტი-„ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები“.

„დასანანია, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ისევ და ისევ უმადურობის და დაუნახაობის ერთ-ერთ ცოდვას იკიდებს. დასანანია, რომ სწორედ საზოგადოების იგივე ნაწილი საკუთარ ხალხში თუ მის წიაღში ღირსეულს ვერ ხედავს, და ისევ ვიღაც გათახსირებულ გადამთიელს შესციცინებს თვალებში. ვერავის ვერ დავაძალებ, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უყვარდეს, მაგრამ სძულდეს იმისთვის, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი, სწორედ გაუსაძლის გაჭირვების დროს სიკვდილსა და შიმშილს გადაარჩინა, გძულდეს იმისთვის, რომ უამრავი ეკლესია-მონასტერი, კულტურული თუ ისტორიული ძეგლი აღადგინა და ააშენა, გძულდეს იმისთვის, რომ დაღუპვის პირას მისული სახელმწიფოს გადასარჩენად პოლიტიკაში შემოვიდა და არჩევნებით, სწორედ არჩევნების გზით შეძლო ხელისუფლების შეცვლა, მართლაც გასაოცარიცაა და ამორალურიც. ებრძვიან ბატონ ივანიშვილს, ებრძვიან იმის გამო, რომ მისმა გუნდმა, შეძლო ქვეყნის ომში არ ჩართვა, შეძლო მიუხედავად ადგილობრივი თუ უცხოური ქართველთმოძულეების ზეწოლისა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. სამწუხარო რეალობა ისიც, რომ როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს, ომის საპირწონედ მისი პირადი ფინანსების  გარკვეული ნაწილის გაყინვა-გალღობა დაუყენეს, მაგრამ აქაც მავნებლების უმეცრება გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თორემ საქართველოში კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სიყვარულსა და კეთილდღეობას არასდროს და არაფერში არ გაცვლის! არ შეიძლება არ შევეხო, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის ხან დუმილსა და ხანაც უარყოფას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით: ელჩი უარყოფს, ბატონი ბიძინა კი ამბობს, დიახ „ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდაო.“ როგორ ფიქრობთ ვისი სიტყვა უფრო დამაჯერებელია ქართული საზოგადოებისთვის? ელჩის, რომელიც კითხვის საპასუხოდ ან დუმილს, ან იგორს, ან სულაც ჭორებს უწოდებდა ინფორმაციას თუ ბატონი ბიძინასი? მგონი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია ქალბატონი დეგნანი! დავიჯერო, სახელმწიფო დეპარტამენტს არ მოახსენა, ამ სამ საათიანი შეხვედრის შესახებ?! არ მოახსნა, კატასტროფაა, და მას პასუხს აგებინებენ! მოახსენა, ე.ი. შედეგის შესახებაც მოახსენა, და მიუხედავად ამისა კვლავ გრძელდებოდა ბინძური თამაში ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ? ელჩი ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ მან, შეხვედრამდე, სათანადოდ და რეალურად ვერ გათვალა და ვერც შეაფასა სიტუაცია, შესაბამისად არათუ თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში და ტყუილების თქმა მოუწია, არამედ შესაძლო გაუგებრობები შექმნა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის! გამოვა ელჩი დეგნანი და კიდევ უარყოფს შეხვედრას, უფრო ცუდ დღეში ჩაიგდებს თავს, გაგრძელებს თავის მოკავშირეებთან (რადიკალური ოპოზიცია, მათი ტელევიზიები, სახელგატეხილი ლომჯარია და არასამთავრობოები) ერთად თავის მართლებას, ესეც უარესია მისთვის. იტყვის რომ კი შევხვდი მაგრამ სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ და გასაჯაროება არ მინდოდაო, მაინც შერცხვენილია, როგორც ტყუილში უკვე გამოჭერილ-შემჩნეული. სავარაუდოდ ისევ დუმილის პოლიტიკას აირჩევს, თუმცა ვაი ამ დუმილს, დაახლოებით წარმომიდგენია, რა საუბარი შედგება მასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შორის, მით უმეტეს აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაში მხოლოდ დეგნანივით არ აზროვნებენ, არის იქ ხალხი, რომელიც ასეც ფიქრობს, როგორ სენატორი ჯონი ერნსტი-„ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. იმის გამო, რომ საქართველო სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვუთხრათ.“ დარწმუნებული ვარ, ასეთები არცთუ ისე ცოტანი არ არიან, მალე კი შეიძლება სწორედ ისინი მოექცნენ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის სათავეში, რაც ორი ქვეყნის ინტერესებს უფრო წაადგება და უფრო ნაყოფიერს გახდის!“ -წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი