თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანას: დასმულ კითხვებზე დუმილით დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. იმედი მაქვს თქვენი გონიერებისა და დიპლომატიური გამოცდილების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 26 ივლისი 2022, 13:18
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას  აქვს მაღალი ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ამ ნდობას გაფრთხილება სჭირდება!


„ქართულ საზოგადოებას  აქვს მაღალი ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ამ ნდობას გაფრთხილება სჭირდება!

კელი დეგნანისადმი დასმულ ლეგიტიმურ კითხვებზე:

თქვენ როგორც ელჩი ემიჯნებით თუ არა ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას ?!(რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ იყო მიმართული) 

თქვენ როგორც ელჩი ემიჯნებით თუ არა ბაკურიანში შეკრებილთა რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების პიტერ აკერმანის მიერს გადამზადებას და მზადებას რევოლუციის მოსაწყობად?!

თქვენ როგორც ელჩი ემიჯნებით თუ არა ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ?!

თქვენ როგორც ელჩი ადასტურებთ თუ არა ფაქტს (მოსამართლის გამოკითხვა ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ) რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა?! 

თქვენ გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ?!

დასმულ არცერთ კითხვაზე ქართულ საზოგადოებას პასუხი არ მიუღია და რატომ?! არ ვიმსახურებთ?!

დასმულ კითხვებზე დუმილით დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს ამიტომ, უმჯობესია მოამზადოთ არგუმენტირებული პასუხები და ქართული საზოგადოების თვალში მოპოვებული რეპუტაცია შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას;

თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას;

თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას;

თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.

იმედი მაქვს თქვენი გონიერებისა და დიპლომატიური გამოცდილების .
პატივისცემით თ. მეგრელიშვილი „ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი