353
23 ივლისი 2022, 21:48
მისი თქმით, შიშს და უმეცრებას შეზავებულ, ტყუილებით გაჯერებულ ინფორმაციას, მათ წინააღმდეგ იყენებენ, ვისაც ვერ ერევიან და თან წესიერი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობენ.
„ზოგადად, დეზინფორმაციით მიზნის მიღწევის მცდელობა, ბრძოლის მეთოდების ყველაზე ბინძური ტაქტიკური ელემენტი გახლავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს „მტრის“ ოჯახის წევრებზე რაღაც გაუგონარი და არ არსებული მოარგოს. ამ სიბინძურის მედროშეები, პროპაგანდისტული ფეიკ-ტელევიზიები არიან, მოწინავე ფლაგმანი კი ტვ პირველი და სააკაშვილის „ფილდ კომანდერი,“ ნოდარ მელაძეა. შიშს და უმეცრებას შეზავებულ, ტყუილებით გაჯერებულ ინფორმაციას, როგორც წესი მათ წინააღმდეგ იყენებენ, ვისაც ვერ ერევიან და თან წესიერი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობენ. ამ შემთხვევაში მელაძის შეშლილი ფანტაზიის ობიექტივში მამუკა მდინარაძე და მის ოჯახის წევრები მოხვდა, მიზეზი კი მარტივია, მდინარაძემ შეძლო ჭკვიანი და პატიოსანი პოლიტიკოსის სახელის დამკვიდრება, რომელიც ყოველთვის ზრდილობიანად და არგუმენტებით შეიარაღებული ებრძვის ქვეყნის დაქცევის მოსურნე ოპონენტებს. რა რჩება, რადიკალების რუპორ ტვ პირველს? ბინძური დეზინფორმაცია და ტყუილები, თუმცა იმდენად მომაბეზრებელი, ფეიკით გამდიდრებულია ეს ინფორმაციები, რომელსაც ნოდარ მელაძე და მის გუნდი „განუმეორებელი“ ხმის ტემბრით გვიყვებიან, არათუ ვინმეს აჯერებენ, არამედ საზოგადოებისთვის უბრალოდ სასაცილოები და მომაბეზრებელი გახდნენ“. - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |