გია აბაშიძე: რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
381 14 ივლისი 2022, 16:28
„რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები  ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკავშირის ელჩის პასუხს ეხმიანება, რომ „კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს“. 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადება სრულ თანხვედრაშია დასავლელი დიპლომატების განცხადებებთან. 

„მერამდენედ მიწევს იმის თვალსაჩინოდ წარმოჩენა, რომ რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები  ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან. თავმოყვარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ სპეციალისტი ამდენს უსაგნოდ არ "იღლიცინებდა" საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებულ გზავნილებზე. თუმცა, როცა სუბიექტი აფილირდება "ნაციონალური მოძრაობის" ფლანგთან, იქ თავმოყვარეობაზე, პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე საუბარი   არარეალურია“- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი