საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში იტალიას გადაასწრო და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
529 13 ივლისი 2022, 10:39


მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად განაახლა სანაკრებო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა იტალიას გადაასწრო.

განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 74,51 სარეიტინგო ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს - საფრანგეთი. ფრანგები რაგბის რეიტინგის სათავეში ისტორიაში პირველად მოექცნენ. ორი პოზიციით დაწინაურდა ირლანდია და მეორე საფეხურზეა, ხოლო რეიტინგის ყოფილი ლიდერი სამხრეთ აფრიკა მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. საფრანგეთი - 89.41 ქულა

2. ირლანდია - 88.79

3. სამხრეთ აფრიკა - 88.61

4. ახალი ზელანდია - 88.17

5. ინგლისი - 85.14

6. ავსტრალია - 83.28

7. შოტლანდია - 82.99

8. უელსი - 81.28

9. არგენტინა - 79.39

10. იაპონია - 77.74

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი