ზურაბ ქაფაგიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიულ პარტნიორებს მინდა ვუთხრა, ჩვენს ქვეყანას ვეღარ მოერევით და აქ ომს ვეღარ გააჩაღებთ. სტრატეგია შეცვალოთ, სახე შეინარჩუნოთ თუ თამაშში დარჩენა გსურთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 07 ივლისი 2022, 16:27
ზოგადად, ნაც-რეჟიმმა შექმნა აღქმები, რომ საქართველოს სამშობლოდ მოხსენიება "გოიმობაა", ეროვნული იდენტობების გამომხატველი სიმბოლოები ჩამორჩენილობა და სირცხვილი. ოჯახი, პატიოსნება, აღმსარებლობა, ერთგულება გამოცხადდა დასაცინ, საქილიკო სიტყვებად...და ამ "უსამშობლო ნაძირლების" ხელში მიმდინარეობდა საქართველოს "გარდაქმნა-განახლება". რეფორმებით შეფუთულ ათას სისაძაგლეზე თვალს ხუჭავდნენ რეჟიმის ლობისტები, რადგან მათი პატრონაჟის ქვეშ მყოფები მონურ მორჩილებაში იყვნენ და ასე გრძელდებოდა 2012 წლამდე...მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა უპრეცედენტო ძალაუფლების ჩამორთმევა "უსამშობლო ნაძირალებზე"- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით "უსამშობლო ნაძირლების" და მათი ლობისტების 10 წლიანი მცდელობები, არჩევნების გზით რადიკალები ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ ჩაიფუშა და დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა-ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტირება, რადგან ყველაფერი რაც "უსამშობლო ნაძირლებს" ძალაუფლებას აშორებს მისი შექმნილია.

„ რატომაა ატეხილი აჟიოტაჟი დეოლიგარქიზაციის გარშემო და მცდელობა  ბიძინა ივანიშვილის პროცესებში შემოყვანის, რადიკალური ოპოზიციისა და მისი ლობისტების მხრიდან, რომელთაც ახლა სანქციებზე დაიწყეს საუბარი?! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პროცესები ქვეყნის განვითარებას, სუვერენული სახელმწიფოს შენებას ემსახურება ძალიან გულუბრყვილოა, რადგან მთელი ეს პოლიტიკური "ავანტიურა" რადიკალური ოპოზიციის გაცოცხლებას ემსახურება, რომელიც  ლობისტების წინაშე ისეა დავალებული, რომ ნებისმიერ გარიგებაზე წავა, თუნდაც ქვეყნის მტრობა იყოს... თვალსაჩინოებისათვის საჭიროა მცირე ისტორიული ექსკურსი... -საქართველოში ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იწყება პროცესების უპრეცედენტო მასშტაბის პოლარიზება. ნაც-მოძრაობა პირდაპირ იწყებს რადიკალიზაციას, როცა ადამიანებს ჰყოფს ერთგულებად და მოღალატეებად. ვინც მის პოლიტიკას არ იზიარებს ყველას "რუსეთუმეს" უწოდებს, ხოლო ერთგულ ქვეშევრდომებს განუსაზღვრელ ძალაუფლებას აძლევს, რამაც ბიზნეს-რეკეტი, ადამიანის უფლებების ხელჰყოფა, მედია-ტერორი და ათასი საშინელება მოიტანა...ნაც-რეჟიმმა სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ინსტიტუტს(საპატრიარქო, ინტელიგენცია) ბრძოლა გამოუცხადა. პედაგოგები, ლექტორები, მწერლები, მომღერლები, სპორტსმენები, მხატვრები რეჟისორები და საზოგადოდ აქტიური დამსახურებული ადამიანები, რომელთაც რეჟიმი არ მოსწონდათ "ჩარეცხილები" უწოდა. საპატრიარქოში დაიწყო მცდელობები მატერიალური სიკეთეების სანაცვლოდ, შანტაჟით, მოსმენებითა და ათასი სიბინძურით მომხდარიყო მოძღვრების დისკრედიტაცია, სასულიერო პირების კომპრომეტირება, პატრიარქის შეცვლა და ა.შ... ზოგადად, ნაც-რეჟიმმა შექმნა აღქმები, რომ საქართველოს სამშობლოდ მოხსენიება "გოიმობაა", ეროვნული იდენტობების გამომხატველი სიმბოლოები ჩამორჩენილობა და სირცხვილი. ოჯახი, პატიოსნება, აღმსარებლობა, ერთგულება გამოცხადდა დასაცინ, საქილიკო სიტყვებად... და ამ "უსამშობლო ნაძირლების" ხელში მიმდინარეობდა საქართველოს "გარდაქმნა-განახლება". რეფორმებით შეფუთულ ათას სისაძაგლეზე თვალს ხუჭავდნენ რეჟიმის ლობისტები, რადგან მათი პატრონაჟის ქვეშ მყოფები მონურ მორჩილებაში იყვნენ. და ასე გრძელდებოდა 2012 წლამდე...მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა უპრეცედენტო ძალაუფლების ჩამორთმევა "უსამშობლო ნაძირალებზე". ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩენამდე სახეზეც არავინ იცოდა. სწორედ მაშინ ერთვება აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი აქტიურ ბრძოლაშია ეროვნულ იდენტობებთან. იწყებს კულტურული ძეგლების, ისტორიული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების აღდგენა-შენების პროცესს. ნაც-მოძრაობისგან "ჩარეცხილ" მოღვაწეებს პატრონობს. აღადგენს თეატრებს, უნივერსიტეტებს, მუზეუმებს.. 2011 წლამდე ამ ადამიანმა შეძლებისდაგვარად მოახერხა ყველა იმ ბოროტების განეიტრალება, რასაც "უსამშობლო ნაძირლები" მიზანმიმართულად ჩადიოდნენ, ხოლო 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაიწყო "უსამშობლო ნაძირლების" პოლიტიკური დემონტაჟი, რომელიც 2012 წელს სრულიად საქართველომ იზეიმა. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლიდან  პოლიტიკაში ისეთი წესები დაამკვიდრა, სადაც ღირსეული იმარჯვებს, მართალი საქმე ფასდება, ხოლო "ფეიკი", "საბოტაჟი", "პოლიტ-ავანტიურა" გასაქანს ვერ პოულობს... ჰო და... ამიტომ არის, რომ "უსამშობლო ნაძირლების" და მათი ლობისტების 10 წლიანი მცდელობები, არჩევნების გზით რადიკალები ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ ჩაიფუშა და დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა-ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტირება, რადგან ყველაფერი რაც "უსამშობლო ნაძირლებს" ძალაუფლებას აშორებს მისი შექმნილია. საზოგადოებაში აქვს უდიდესი ავტორიტეტი. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საკუთარი ქონების კოლოსალური ნაწილი საქველმოქმედო ფონდს დაუტოვა, რომელიც ისევ ქვეყანას ხმარდება. გაეცალა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, დატოვა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება და რაც მთავარია ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდრა ორი მთავარი ორიენტირი: სამშობლო და ეროვნული ინტერესები.  აი სწორედ ამიტომაა, რომ "უსამშობლო ნაძირლებს" და მათ ლობისტებს სვლა აღარ დარჩენიათ დემოკრატიულ პროცესებში ნორმალური ოპერირების. ამიტომ არის ახლა მცდელობა საბოტაჟითა და ყველა ბინძური საშუალებით მოახდინონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ "ავანტიურაში" შემოყვანა... სულ, რომ "დეოლიგარქიზაციის" ყბადაღებულ კანონამდე დავიდეთ, ისიც კი არ არის შემხებლობაში ამ ადამიანთან, რადგან ქონების 90% აღარ ფლობს, პოლიტიკიდან დისტანცირებულია და საზოგადოებრივ აქტივობებში არ მონაწილეობს  და ბოლოს... "უსამშობლო ნაძირლებს" და მათ სტრატეგიულ პარტნიორებს მინდა ვუთხრა: ქვეყანას ვეღარ მოერევით და აქ ომს თქვენ ვეღარ გააჩაღებთ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, სტრატეგია შეცვალოთ, სახე შეინარჩუნოთ, თუ თამაშში დარჩენა გსურთ...“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი