ნინო ფოჩხუა: Credit Suisse" აშკარად ანგრევს თავისი ქვეყნის მრავალწლიან საბანკო ავტორიტეტს, არ გამოვა ეგ ამბავი. მადლიერი ერი გვერდში დაუდგება იმ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ ემსახურება თავის ქვეყანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 07 ივლისი 2022, 14:22
"Credit Suisse" აშკარად ანგრევს თავისი ქვეყნის მრავალწლიან საბანკო ავტორიტეტს, ამას ის დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა, მის უკან ალბათ დაინტერესებული ჯგუფი დგას, რომელსაც თავისი მერკანტილური ინტერესი აქვს,’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომელიც Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ წერს.

როგორც ფოჩხუა წერს, ამ ქეისსაც მოიგებს ივანიშვილი, როგორც აქამდე იგებდა ყველა საქმეს, და ნურც მის შეშინებას ეცდებიან.

"Credit Suisse" აშკარად ანგრევს თავისი ქვეყნის მრავალწლიან საბანკო ავტორიტეტს, ამას ის დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა, მის უკან ალბათ დაინტერესებული ჯგუფი დგას, რომელსაც თავისი მერკანტილური ინტერესი აქვს.
პირველად მესმის ბანკის ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს არა დამტკიცებულ სანქციებზე, არამედ, იმ ბოლოში ჩამატებულ რეკომენდაციაზე, რაც ევროპარლამენტმა შეადგინა.
ამ ქეისსაც მოიგებს ივანიშვილი, როგორც აქამდე იგებდა ყველა საქმეს, და ნურც მის შეშინებას ეცდებიან.
რა იყო, გაეწელათ ომი, ვერ ანგრევენ რუსეთს ვერც სანქციებით და ვერც დოზირებულად მიწოდებული იარაღით და ივანიშვილზე ანუ საქართველოზე აპირებენ ზეწოლას?
რა უნდათ, გააჩერონ ყველა საშვილიშვილო პროექტი რაც აშენდა დაინგრეს, დაიხოცოს ისედაც განახევრებული საქართველო, კიდევ მეტი დევნილი შეემატოს დევნილთა რიგებს? 
არ გამოვა ეგ ამბავი. მადლიერი ერი გვერდში დაუდგება იმ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ ემსახურება თავის ქვეყანას და ხალხს,’’ - წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი