386
27 ივნისი 2022, 15:35
ცხადია, ცილისმწაბელმა ე.წ. ტელეკომპანიამ დამალა ის ფაქტი, რომ უჩა მამაცაშვილი საერთოდ არ არის დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვებთან. ამასთან, ბათუმის ნავსადგურში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არიან სანქცირებულნი. თუ ხომალდი ან მისი მფლობელი იქნებოდა სანქციების სიაში, ამ გემს არ შემოუშვებდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიც კი - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე გავრცელებული ინფორმაციას, რომ ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერი დგას.
„"ანონიმური", "ინკოგნიტო", "კომპეტენტური" წყაროები სააკაშვილისა და კეზერაშვილის ჯიბის ტელევიზიებში ყოველთვის სიყალბეა.
26 ივნისს, "მთავარმა" მორიგი ბინძური ტყუილი შეთითხნა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილზე. "გლავკანალის" "ჟურნალისტმა" "სენსაციური" ამბავი გვაუწყა. თითქოს
ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერია. და ტვირთის ტრანზიტს რუსეთიდან ევროპაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.
ცხადია, ცილისმწაბელმა ე.წ. ტელეკომპანიამ დამალა ის ფაქტი, რომ უჩა მამაცაშვილი საერთოდ არ არის დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვებთან.
ამასთან, ბათუმის ნავსადგულრში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არიან სანქცირებულნი. თუ ხომალდი ან მისი მფლობელი იქნებოდა სანქციების სიაში, ამ გემს არ შემოუშვებდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიც კი.
რაც შეეხება ტვირთს - ის არ დაცლილა ბათუმში და არც რამე ტვირთი მოხვდა გემზე.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |