ხომ არ იყო გავრილოვის ჩამოსვლა ხოშტარიასთვის ფულის გადაცემის მიზნით განპირობებული და ხომ არ მოხმარდა ეს ფული სახელმწიფო გადატრიალების სცენარის განხორციელებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
498 17 ივნისი 2022, 11:24
„ლეგიტიმურია ეს კითხვები დღესაც, მით უმეტეს, რომ - "რა ფულით აორგანიზებს" ხოშტარია 20 ივნისის აქციას - ამაზე პასუხი ირიბად უკვე გაცემულია. "გავრილიადის" სამი წლისთავს - იგივე შემსრულებელი, იგივე წამყვანი - ხოშტარია და როგორც ჩანს, იგივე დამფინანსებელი ეყოლება“,- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

 „მესმის, რომ უცხო ქვეყნის დეპუტატი არ გაიჩხრიკებოდა საზღვარზე, მაგრამ ამ ახალი გარემოებების ჭრილში მართლა დაფიქრდები კაცი: რა ოდენობის თანხის ჩამოტანა შეეძლო სამი წლის წინ "მარიინსკის თეატრის" ფინანსური ხაზით გავრილოვს, ხომ არ იყო მისი ჩამოსვლა მათ შორის ხოშტარიასთვის ფულის გადაცემის მიზნით განპირობებული და ხომ არ მოხმარდა ეს ფული სახელმწიფო გადატრიალების სცენარის განხორციელებას. ლეგიტიმურია ეს კითხვები დღესაც, მით უმეტეს რომ - "რა ფულით აორგანიზებს" ხოშტარია 20 ივნისის აქციას - ამაზე პასუხი ირიბად უკვე გაცემულია. 

"გავრილიადის" სამი წლისთავს - იგივე შემსრულებელი, იგივე წამყვანი - ხოშტარია და როგორც ჩანს, იგივე დამფინანსებელი ეყოლება. ერთი წარუმატებელი პერფორმანსი გუშინ ვიხილეთ - მორიგი ორშაბათს გველოდება. მაგრამ რამდენად საინტერესოა ის "კინო", რომელიც ასჯერ გაქვს ნანახი, რომელსაც უნიჭო რეჟისორი ჰყავს, მეორეხარისხოვანი მსახიობები და კონკრეტული სპეცსამსახურების ფინანსური დახმარებით არის გადაღებული...“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი