მამაჩემი არის მემკვიდრე სოლიკო ვირსალაძის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
383 16 ივნისი 2022, 13:40
მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან, – ამის შესახებ „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული პოსტით  ხოშტარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი“. მინდა, გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ყველა ფაქტს  ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, – წერს ელენე ხოშტარია.


„ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მათივე ინფორმაციით, გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. „ქრონიკის“ ინფორმაციითვე, ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი