უახლოეს პერიოდში დავით არახამიას თანამებრძოლებთან ერთად ბევრ უმწვავეს შეკითხვაზე მოუწევს პასუხების გაცემა მათ შორის, ფრონტის ხაზებზე არმისულ დასავლურ შეიარაღებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
305 16 ივნისი 2022, 12:26
„თითქოს რუსული კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ. ეს მეტყველებს მათი ვერაგი ჭორიკნობის მაღალ შკალაზე. არსებობის შემთხვევაში, მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვანი) დიდი ხნის წინ აღმოაჩენდნენ საქართველოსა და რუსეთის უკანონო ბიზნეს-კავშირებს და რეაქციაც არ დააყოვნებდა“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. 


„სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს ნებისმიერი ეპოქაში ჰყავდა მოღალატე შვილები - ფეოდალები, პოლიტიკური სუბიექტები თუ სამხედრო ჩინოსნები. ამჟამად ერთ-ერთ ასეთს წარმოადგენს დავით არახამია, რომელიც ზოგიერთ თანაგუნდელთან ერთად ებრძვის ჩვენს ქვეყანას უტიფარი ცილისწამებით.
კოლექტიურმა არახამიებმა, არესტოვიჩებმა და პოდოლიაკებმა ვერცერთი მტკიცებულება წარმოადგინეს (რაც არ არსებობს), რომ თითქოს რუსული კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ. ეს მეტყველებს მათი ვერაგი ჭორიკნობის მაღალ შკალაზე. 
არსებობის შემთხვევაში, მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვანი) დიდი ხნის წინ აღმოაჩენდნენ საქართველოსა და რუსეთის უკანონო ბიზნეს-კავშირებს და რეაქციაც არ დააყოვნებდა.  
უახლოეს პერიოდში, DJ David Braun-ს (დავით არახამიას ზედმეტსახელი) თანამებრძოლებთან ერთად ბევრ უმწვავეს შეკითხვაზე მოუწევს პასუხების გაცემა. მათ შორის ფრონტის ხაზებზე არმისულ დასავლურ შეიარაღებაზე“- წერს გია აბაშიძე  Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი