ვინც მოთმინებით ყლაპავს - დღეს რიყეზე მენახეთ ყველანი აქციაზე, მაგრამ ამის გატარება და შეუმჩნევლობა უკვე შეუძლებელია! - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი დავით არახამიას განცხადებას, რომ „რუსული კომპანიები ქართულ სუბიექტებს იყენებენ სანქციების ასარიდებლად და ვაშინგტონს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს“.
„როგორც ჩანს კოკაინის მიწოდება უკრაინაში ერთი დღითაც არ შეჩერებულა. აბრამოვიჩის მერე - ერთი-ორი რუსი ოლიგარქის სანქციებიდან გამოყვანა და DJ David Braun-ს „ბოდვისმფრქვევი“ ამ ჯადოსნური ფხვნილის კიდევ უფრო დიდი ოდენობით შეძენის საშუალება მიეცემა. კოკაინის ახალი პარტიის სასწაულებრივი მოქმედება ყოველდღიურად ეტყობა ერთი მეორის მიყოლებით უკრაინის გინდ მოქმედ ჩინოვნიკებს, გინდ ყოფილ პრეზიდენტს. ჯერ კიდევ ვერ მოვინელეთ „სახელმწიფოს მოღალატის“ პეტრო პოროშენკოს მოწოდებები - “საქართველო უფრო ინტენსიურად უნდა ჩაერთოს რუსეთის დასანქცირებასა და იარაღის მოწოდების პროცესებში“, მორიგი დისკოტეკიდან გამოსულმა DJ Braunm-აც კვლავ ამოიღო ხმა: „უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსი ხალხი და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ. გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე, ვაშინგტონში, არახამიამ თქვა, რომ რუსები ინტენსიურად იყენებენ „ქართულ ბანკებს, ქართულ ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ“ დასავლეთის სანქციების რეჟიმისგან თავის ასარიდებლად“. აი მსგავსი განცხადებების ყურებს შორის გატარებისკენ მოგვიწოდებდა დაჟინებით ქვეყნის პრეზიდენტი - ხომ გვესმისო, რა მძიმე მდგომარეობაში არიან და უნდა ჩავყლაპოთ და მოვითმინოთ. ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფ საქართველოს მერამდენედ - უაპელაციოდ, მტრულად, მიზანმიმართულად „ლონდონიდან კალკუტამდე“ გვირაბის გაყვანაში ადანაშაულებენ. ვინც მოთმინებით ყლაპავს - დღეს რიყეზე მენახეთ ყველანი აქციაზე, მაგრამ ამის გატარება და შეუმჩნევლობა უკვე შეუძლებელია!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |