საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ბულგარეთის შორის შეხვედრა 0:0 დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
512 12 ივნისი 2022, 21:53

უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებსა და ბულგარეთის გუნდს შორის გამართული შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართა. გუნდების ბოლო დაპირისპირება ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში 6 ივნისს გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:5 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და მე-4 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი გაიმყარა.

საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ყველა ბილეთი შეხვედრამდე ორი დღით ადრე გაიყიდა.ნსტადიონზე 54 ათასზე მეტი ადამიანი ეტევა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი