როგორც სჩვევია, ისევ ქვეყნის გარეთ იყურება და იხვეწება მიშველეთო, ამასობაში კი მისი პარტია ბოლო გამოკითხვებში ნდობის ველიდანაც კი გაქრა, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში რითაც გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება.
„დაკვირვებული ვარ, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები გადადიან გაკოტრების რეჟიმში, პროპორციულად იზრდება მათი არაადეკვატურობის და რადიკალიზაციის ხარისხი. ამის ბოლოდროინდელი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ გიგა ბოკერია, რაზედაც რამდენიმე დღის წინ დავწერე და პროგნოზი მართლდება. ისე როგორც მონადირეების მიერ მიმწყვდეული დაჭრილი ნადირი, ტორებს იქნევს, უღრენს ყველას, მათ შორის ყოფილ მოკავშირეებს. როგორც სჩვევია, ისევ ქვეყნის გარეთ იყურება და იხვეწება მიშველეთო, ამასობაში კი მისი პარტია ბოლო გამოკითხვებში ნდობის ველიდანაც კი გაქრა. ვერ უშველა ვერც "თავისუფლების ინსტიტუტის" რეანიმაციამ და სხვა ტრიუკებმა. მონადირეები კი ჯერ არ ჩქარობენ მის "მოკვლას", - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |