349
07 ივნისი 2022, 15:35
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ნეგატიურ პერსონას, რომელიც NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც <1%-იანია და პოლიტიკური პულსი არ ესინჯება, აზრი არ მოეკითხება. "ქართული მედიის საგრძნობი ნაწილის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ისიცაა, რომ არასაპარლამენტო, მარგინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უთმობს დიდ ყურადღებას.
ვინ არის გიგა ბოკერია, რას წარმოადგენს მისი ე.წ. "ევროპული საქართველო"? NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ <1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება.
შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება.
ბოკერია არც იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლიბერალიზმის ეტალონი. ეს ისეთივე ოქსიმორონია როგორც, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილის ანდა ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის ერუდიცია. -წერს აბაშიძე FACEBOOK-ში
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |