512
05 ივნისი 2022, 20:54
ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ხუთ-ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ კონტინენტის საუკეთესო ძალოსანი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა - 208, 212 და 217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
წარმატებით შეუდგა გამოსვლას აკვრაშიც. პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი დაიმორჩილა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა დაიბევა. მეორე მისვლაზე 253 კილოგრამი შეუკვეთა და... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წონა ვერ დაიმორჩილა, შემდეგ კი უარი თქვა მესამე მისვლაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მოეპოვებინა ოქროს მედალი.
რა თქმა უნდა, ოქროს მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 462 კილოგრამით.
გასათვალისწინებელია, რომ მომავალმა ტრიუმფატორმა ოქროს მედლები ტრავმირებულმა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, აქედან ერთი ბრინჯაო ქალთა ნაკრებზე მოდის.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |