ღირსების მარშს არ ვატარებთ, ეს წერია მკაფიოდ ჩვენს განცხადებაში, ამას ვეუბნებით ყველას. დღეს ტვ პირველის სამ ჟურნალისტს ვესაუბრე, პროდიუსერს და ნოდარ მელაძესაც. დეტალებში განვიხილეთ ყველაფერი და პირობა მივიღე, რო დამაზიანებლად არ გაშუქდებოდა, – წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ანა სუბელიანი და ტელეკომპანია ,,პირველს’’ ინფორმაციის არასწორ გაშუქებაში ადანაშაულებს.
როგორც სუბელიანი აღნიშნავს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის შემდეგ ჟურნალისტმა მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
„ღირსების მარშს არ ვატარებთ, ეს წერია მკაფიოდ ჩვენს განცხადებაში, ამას ვეუბნებით ყველას. დღეს ტვ პირველის სამ ჟურნალისტს ვესაუბრე, პროდიუსერს და ნოდარ მელაძესაც. დეტალებში განვიხილეთ ყველაფერი და პირობა მივიღე, რო დამაზიანებლად არ გაშუქდებოდა.
ამ დროს გამოდის ჟურნალისტი და ამბობს გამოთქმით და მკაფიოდ: „თბილისის ცენტრში ღირსების მარში ჩატარდება". რა არის ხალხო, მართლა უნდა ამოგვხოცონ? რა გავაკეთოთ, ამიხსენით ვინმემ, როგორღა გელაპარაკოთ მართლა!“ - წერს სუბელიანი FACEBOOK - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |