ნანა კაკაბაძე: იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს, ეს იქნება საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
285 01 ივნისი 2022, 10:10

იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს, ეს იქნება საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, როგორც არ უნდა შეფუთონ უარი, არავინ დაიჯერებს, რომ საქართველოში ნაკლები დემოკრატია, ნაკლები თავისუფლება, ან მეტი კორუფცია და უსამართლობაა, ვიდრე უკრაინაში ან მოლდოვაში.

მისივე თქმით, თუ ამას დავუმატებთ ქართული ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილის შიშებს, რომ ამ სტატუსის მიღებით ხელისუფლება მოიგებს, ხოლო ოპოზიცია წააგებს, ააშკარავებს მათ გაცხადებულ გეგმებს, რომ სტატუსის უარის მიღების შემთხვევაში, ქართველმა ხალხმა, პასუხი უნდა აგებინოს ხელისუფლებას. ეს პასუხისგება, ხელისუფლების დამხობად, ანუ სახელმწიფო გადატრიალებად ითარგმნება.

„ვინ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერიპეტიები, ფინიშის ზღვარზე გადის და ბუნებრივია, დაძაბულობა და ვნებათაღელვაც იზრდება. იმის ნაცვლად, რომ მიზნის მისაღწევად ერთსულოვნად, მივმართოთ ჩვენი შესაძლებლობები და ევროპას დავუმტკიცოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, ამ სტატუსის მიღება, დრო სამწუხაროდ, შიდა მტრების ძიებაში იხარჯება. ოპოზიცია ერთის მხრივ აცხადებს სურვილს, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო მეორეს მხრივ არ აღიარებს, რომ დღევანდელი მოცემულობით, ქვეყანა ამას იმსახურებს. მათი პოზიცია ასეთია: „ჩვენ კი გვინდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს“.

შემთხვევითი არ იყო, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ მხოლოდ 2024 წლისთვის აპირებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რადგან ჩვეულებრივ პირობებში, ამას თავისი მოსამზადებელი ეტაპების გავლა სჭირდება (ძირითადად საკანონმდებლო სფეროში). უკრაინაში განხორციელებულმა რუსეთის აგრესიამ, ყველაფერი არაჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაიყვანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პირობებიც. ბუნებრივია,2022 წლისთვის ვერ მოესწრებოდა, 2024 წლამდე დაგეგმილი და გასატარებელი ცვლილებები, რომ საქართველო უფრო მომზადებულად წარმდგეარიყო . ამიტომაც აცხადებს ხელისუფლება, რომ მას დღეისათვის დაგეგმილი რეფორმების მხოლოდ 40-45% აქვს გატარებული.

თუმცა, იმასაც აღნიშნევს, რომ ამ მაჩვენებლითაც, დღეის მდგომარეობით, საქართველო სხვა ორ კანდიდატზე (უკრაინაზე და მოლდოვაზე) წინ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია ხელისუფლების პოზიცია, რომ არ იქნება პოლიტიკურად გამართლებული, თუ შექმნილ არაორდინარულ ვითარებაში, სამივე ქვეყანა უარს მიიღებს კანდიდატის სტატუსზე. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს, ეს იქნება საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე. როგორც არ უნდა შეფუთონ უარი, არავინ დაიჯერებს, რომ საქართველოში ნაკლები დემოკრატია, ნაკლები თავისუფლება, ან მეტი კორუფცია და უსამართლობაა, ვიდრე უკრაინაში ან მოლდოვაში. თუ ამას დავუმატებთ ქართული ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილის შიშებს, რომ ამ სტატუსის მიღებით ხელისუფლება მოიგებს, ხოლო ოპოზიცია წააგებს, ააშკარავებს მათ გაცხადებულ გეგმებს, რომ სტატუსის უარის მიღების შემთხვევაში, ქართველმა ხალხმა, პასუხი უნდა აგებინოს ხელისუფლებას. ეს პასუხისგება, ხელისუფლების დამხობად, ანუ სახელმწიფო გადატრიალებად ითარგმნება.

იმედია, ევროკავშირში, ძირითადად გონიერი ადამიანები წყვეტენ, მნიშვნელოვან საკითხებს. ისინი არ მიიღებენ ალოგიკურ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებას. მათაც კარგად ესმით, რომ რაიმე ნიშნით, ამ სამეულისთვის (და მით უმეტეს, მხოლოდ საქართველოსთვის) კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, იქნება სიგნალი, მთელი მსოფლიოსათვის და რუსეთისთვისაც, რომ ევროპა აღარ ეხმარება ამ ქვეყნებს (თუ ქვეყანას) რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლაში. ეს ასე იქნება აღქმული, გამომდინარე დღევანდელი ვითარებიდან. ყველასათვის გასაგებია, რომ ჩვეულებრივად, სტანდარტულად განხილვის შემთხვევაში, ამ ეტაპზე, კანდიდატის სტატუსის მიღების კრიტერიუმებს, ტრიოს არც ერთი ქვეყანა არ აკმაყოფილებს“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი