ივანე მაჭავარიანი: კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
965 13 თებერვალი 2020, 21:26
"კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი განცხადებით, დამატებით არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია ინკლუზიურობის მიღწევა.

„ხშირად არის საუბარი, როდის იგრძნობს ქვეყნის  ამა თუ იმ წარმატებას თითოეული ოჯახი. მესმის, რომ ერთდროულად და თანაბრად ეს ზრდა ყველაზე სწრაფად ვერ აისახება, თუმცა სხვა ფორმულა და გამოსავალი არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა.  თუ ვინმეს  მიაჩნია, რომ დაბალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ სხვა ტიპის გადანაწილებით, მეთოდით, მექანიზმით მალე მივაღწევთ კეთილდღეობას - ტყუილია, ბუნებაში შეუძლებელია.  ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არა მარტო 5% პროცენტიანი ზრდა, არამედ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ უფრო მაღალ ზრდას. ასევე, თავისთავად, არის უამრავი სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც ეს ზრდა შეიძლება უფრო ინკლუზიური გავხადოთ. ამ შემთხვევაში, იგულისხმება მცირე ბიზნესის, სხვადასხვა საოჯახო მეურნეობების დახმარება. იმ ტიპის აქტივობები, რომლებიც მრავალია როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ შევეცდებით უფრო დავასტიმულიროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის როლიც გადამწყვეტია ინკლუზიურობისთვის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პოზიტიური შეფასებები, მნიშვნელოვანია ასევე ინვესტორებისთვისაც, რომლებიც გამოხატავენ დიდ დაინტერესებას ქვეყნის მიმართ.

„სულ რამდენიმე კვირის წინ, დავოსში გახლდით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად. გვქონდა მრავალი შეხვედრა. ინტერესი ნამდვილად არის საქართველოს მიმართ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, არიან ისეთი ინვესტორები, რომლებსაც ჩვენ ინსტიტუციურ ინვესტორებს ვეძახით და რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ფასიანი ქაღალდების მიმართ აქვთ ინტერესი, ამიტომ ჩვენ უნდა განვავითაროთ კაპიტალის ბაზარი და მაქსიმალურად გავხსნათ ეს მიმართულება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამას ემსახურება ქვეყანაში დანერგილი საპენსიო რეფორმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი