273
24 მაისი 2022, 14:08
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლითაც ორსული ქალისა და არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ჩამდენი დაისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.
მისი თქმით, მათი მიზანია პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.
„დღეს საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ კანონპროექტს, უკვე მესამე მოსმენით, რომლითაც ორსული ქალისა და არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ჩამდენი დაისჯება ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ჩვენი მიზანია პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელის განსაზღვრა“, - წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |