2019 წელს, ბოლო წლებში პირველად საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა საპროგნოზო მოლოდინს გადააჭარბა - გიორგი ცუცქირიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
886 13 თებერვალი 2020, 14:36
გიორგი ცუცქირიძე:  2020-2024 წლებიც ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5 % იანი ზრდა, რაც სიღარიბის დონის შემცირებასთან ერთად, დასაქმებუს ზრდასაც უზრუნველყოფს

2019 წელს, ბოლო წლებში პირველად საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა საპროგნოზო მოლოდინს გადააჭარბა. წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. ამასთან, ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია 2014 წლიდან მოყოლებული,- ასე ეხმიანება ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს და საერტაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას. 

ექსპერტის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა, როგორც წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაფიქსირდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: 2019 წელს, ბოლო წლებში პირველად საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა საპროგნოზო მოლოდინს გადააჭარბა. წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. ამასთან, ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია 2014 წლიდან მოყოლებული. ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა, როგორც წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე დაფიქსირდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი არასდროს გვქონია და ესეც ეკონომიკური პოლიტიკის სწორ სტრატეგიაზე მიუთითებს, რაც ექსპირტის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაში მდგომარეობს. დიდწილად ამის შედეგია, რომ მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავად, რაც ეკონომიკურ ზრდაზე დადებით ზეგავლენას ახდენდა და ადასტურებს სიღარიბის დონის შემცირებასაც, ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო თანხობრივად ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3 771.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. რაც მთავარია წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად, რაც ზრდის წამყვანი კონტრიბუტორია სავაჭრო დეფიციტი 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, უზრუნველყოფს როგორც მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე პოზიტიურად აისახება სავალუტო კურსზე. მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საგადასახადო რეფორმამ, დღგ-ის ავტომატური სისტემის შემოღებამ და შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე), რაც მთავარია, ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გარდა საგადასახადო შემოსვლების ზრდისა, ხელს უწყობს ბიზნეს აქტივობას და გვაძლევს კარგ შესაძლებლობას წარმატებით გადავიდეთ დღგ-ის რეფორმის ახალ ეტაპზე, რაც ევროპული დღგ-ის მოდელთან თავსებადობას ითვალისწინებს. ეს კი საშუალებას მოგვცემს უკვე უახლოეს წლებში არა მხოლოდ გავზარდოთ საგადასახადო შემოსავლები, არამედ მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია ევროკავშირის ქვეყნებიდან, რაც მთავარია კიდევ უფრო შევამციროთ უმუშევრობა.  აქვე ავღნიშნავ, რომ ინვესტიციების ზრდაზე დადებითად იასახება EuCham-ის "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" ახალი კვლევის შედეგებიც, სადაც საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა 70 ქულით და მე-18 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია , რომ ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში , არამედ აღმოსავლეთ ევროპაში ზედიზედ მესამე წელია პირველ ადგილზეა, გარდა ამისა, საქართველომ შეფასების შკალაში 70 ქულიანი ზღვარი გადალახა და პირველად ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში ანუ ყველაზე მაღალ ზონაში გადაინაცვლა.  სწორედ ამ დადებითი ტენდენციების შედეგია, რომ მომავალ 2020-2024 წლებიც ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5 % იანი ზრდა, რაც სიღარიბის დონის შემცირებასთან ერთად, დასაქმებუს ზრდასაც უზრუნველყოფს”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი