"მომგებიანი" პოზიციაა 9 წელი ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ, ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე, 9 წელიწადი ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 16 მაისი 2022, 15:20
,ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს.  მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს" - ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა,”-  დავით ქართველიშვილი facebook -ზე წერს. 

"ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებით და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე "დასაჭერთა სიებს" - ძალიან "მომგებიანი" პოზიციაა. პირადად მე ხელში მეკავა და ვფურცლავდი 2013 წლის მაისში ნარაზენის ტყეში კასრებში აღმოჩენილ რვეულს სახელწოდებით - "დასაჭერთა სია", ასევე აჭარაში "გასატყავებელ ბიზნესმენთა" ჩამონათვალს. ორიოდე კვირის წინ კი გავეცანი ნაცმედიის. 

ასევე, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მუქარას ჩემსა და ჩემი მეგობრების მისამართით - ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მე მხოლოდ იმით დავინტერესდი - რა მუხლით აპირებენ ჩემს დაჭერას, მერე მივხვდი, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში - მუხლს მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. დღეს ნაცმედიის შიდა თუ საგარეო მხარდამჭერთა მიერ, განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიზირებული სარჩულის მიკერების თითოეულ მცდელობაზე, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან, აუცილებლად ექნება სიმეტრიული პასუხი - პოლიტპატიმრებზეც, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზეც, მედიის შევიწროებაზეც, ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთზეც, ვეტერინარიაზე უფრო დაბალი დონის სამედიცინო მომსახურებაზეც და უამრავ სხვა, დასაფიქრებლად საინტერესო ფაქტობრივ მონაცემებზეც,” -  წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი