დავით ქართველიშვილი ტვ-პირველზე: რუსული სამფერიანი იმდენად აშინებს, რომ ფაქტებში გარკვევამდე, საკუთარ დამფინანსებელსაც უნებლიე შარში აგდებენ, შემდგომში საკუთარ სიცრუეზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 13 მაისი 2022, 19:40
“ჭუტავიზიის breaking news-ის თანახმად, ერთი თვის წინ, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, საქართველოში თურმე სანქცირებული და კონტრაბანდული საწვავი შემოიტანა! სკანდალს დიდი გაგრძელება არ მოჰყოლია, ვინაიდან ამ მედიაშულერებმა და ფეიკმეიქერებმა მალევე დაადგინეს, რომ ტვირთის პატრონი - მათი "მამა-მარჩენალი" და მედიამაგნატი დავით კეზერაშვილი ყოფილა, ხოლო საწვავის მიმღები - მისი კომპანია "გალფი", - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ტვ-პირველის“ სიუჟეტს. 

 მისი თქმით, როგორც ჩანს, მრავალფერიან დროშებს შორის - ცისარტყელას მებაირაღეებს რუსული სამფერიანი იმდენად აშინებს, რომ ფაქტებში გარკვევამდე, საკუთარ დამფინანსებელსაც უნებლიე შარში აგდებენ, შემდგომში საკუთარ სიცრუეზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. 

 “ფაქტებს არა აქვს მნიშვნელობა - მთავარია აღქმები. სანამ ოპომედიის ნაწილი რუსული, სომხური და ყაზახური ტრაილერების პარკინგებზე დარბოდა "ლაივებით", ხოლო მეორე ნაწილი - რუსთავის ციხიდან გამოსულ თითოეულ სასწრაფო დახმარების მანქანას დასდევდა ასევე ისტერიული პირდაპირი ჩართვებით - ერთი სენსაციური და სკანდალური ამბავი თითქოს მივიწყებას მიეცა: ჭუტავიზიის breaking news-ის თანახმად, ერთი თვის წინ, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, საქართველოში თურმე სანქცირებული და კონტრაბანდული საწვავი შემოიტანა! სკანდალს დიდი გაგრძელება არ მოჰყოლია, ვინაიდან ამ მედიაშულერებმა და ფეიკმეიქერებმა მალევე დაადგინეს, რომ ტვირთის პატრონი - მათი "მამა-მარჩენალი" და მედიამაგნატი დავით კეზერაშვილი ყოფილა, ხოლო საწვავის მიმღები - მისი კომპანია "გალფი". როგორც ჩანს, მრავალფერიან დროშებს შორის - ცისარტყელას მებაირაღეებს რუსული სამფერიანი იმდენად აშინებს, რომ ფაქტებში გარკვევამდე, საკუთარ დამფინანსებელსაც უნებლიე შარში აგდებენ, შემდგომში საკუთარ სიცრუეზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. რუსეთის საზღვაო ტვირთმზიდით კონტრაბანდული საქონლის შემომტანი კეზერაშვილის მიმართ სასწრაფოდ პერსონალური სანქციების დაწესებას მოვითხოვთ!” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი