ზურაბ ქადაგიძე პაატა მანჯგალაძე: ასე გააგრძელეთ და 2024-ში კი არა 2030-ში ვერ გექნებათ პოლიტიკური პერსპექტივ
სარეკლამო ადგილი - 10 650 x 60
29311 მაისი 2022, 12:11
",პარადოქსი ის კი არ არის,რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ განვითარდა და საკუთარ პოლიტ-უბედურებას ვერ აფასებენ?!...არამედ, იმდენად უტიფრები და "სპეკულანტები" არიან,რომ 1 მილიონიანი ელექტორატის მქონე პარტიას ასე ხელაღებით, პროვოკაციული განცხადებებით ამუნათებენ და არც ამომრჩევლის ლანძღვას ერიდებიან.’’ ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პაატა მანჯგალაძის განცხადებას.
როგორც ქადაგიძე წერს, სინამდვილეში, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკანები არიან, არჩევნებში მაქსიმუმ 1% მხარდაჭერას აფიქსირებენ და დანარჩენ 99%-ს უმტკიცებენ საკუთარ "ძლევამოსილებას".
,,პარადოქსი ის კი არ არის,რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ განვითარდა და საკუთარ პოლიტ-უბედურებას ვერ აფასებენ?!...
არამედ
იმდენად უტიფრები და "სპეკულანტები" არიან,რომ 1 მილიონიანი ელექტორატის მქონე პარტიას ასე ხელაღებით, პროვოკაციული განცხადებებით ამუნათებენ და არც ამომრჩევლის ლანძღვას ერიდებიან...
არა და
რომ მოუსმინო, ისეთი "ხბოს გამომეტყველებით" საუბრობენ პოლარიზაციის დასრულებაზე და პოლიტ-კულტურაზე , გეგონება ახალი თაობის პოლიტიკოსები არიან...
სინამდვილეში კი, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკანები არიან, არჩევნებში მაქსიმუმ 1% მხარდაჭერას აფიქსირებენ და დანარჩენ 99%-ს უმტკიცებენ საკუთარ "ძლევამოსილებას"...
ეგრე გააგრძელეთ და 2024-ში კი არა 2030-ში ვერ გექნებათ პოლიტიკური პერსპექტივა.’’ წერს ქადაგიძე facebook - ზე.