ხათუნა ხოფერია: შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 10 მაისი 2022, 11:06

შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის“ ისტორიით ჩემთვის საბოლოოდ აეხადა ფარდა იმ თამაშს, რომელიც სახეზეა. დიახ, უკვე ცხადია, რომ ომში საქართველოს ჩართვა ნაციონალებისა და მათი უკრაინელი კოლეგების კი არა, არამედ დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანია. სინამდვილეში, ნაციონალები და უკრაინელები ამ დიდ თამაშში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები არიან - ამის შესახებ ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოფერია აღნიშნავს, ნაცმოძრაობას იმის რესურსი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო დონეზე ორკესტრირებული თავდასხმა დაგეგმოს.

მისივე თქმით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა; უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების გამუდმებული თავდასხმები; ტრადიციულად ნაციონალების ლობისტების - კუბილიუსის, გალერისა და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები - ეს ყველაფერი სინამდვილეში ნაციონალების მიერ კი არა, სხვა ხელიდან იმართება. შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!
ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი გახდა!
გუშინ სოცქსელებში გავრცელებულ სტატიას გულიანად ჩავუჯექი.
აღმოჩნდა:

1. ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი გადარიცხვებს ხელოვნურად უჩერებს!

2. ბანკმა ბიძინა ივანიშვილის ტრანზაქციებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა 4 მარტს დაიწყო. „კრედიტ სუისი“ ითხოვდა არარელევანტურ დოკუმენტებს და მიუთითებდა აბსურდულ მიზეზებზე, რომ გადარიცხვები არ განეხორციელებინა, როცა ამგვარ გადარიცხვებს, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, მანამდე რამდენიმე საათი სჭირდებოდა.

3. ნახეთ! გადარიცხვის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად ბანკმა „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებაც“ მოიხსენია, რაც ბანკის ქმედებების აბსურდულობას ყველაზე ნათლად წარმოაჩენს.

4. 4 მარტს მოთხოვნილი გადარიცხვა ბანკმა მხოლოდ 4 აპრილს განახორციელა, თუმცა, დაბრკოლებების შექმნა მოგვიანებითაც გაგრძელებულა, როცა ივანიშვილს 14 აპრილს მორიგი გადარიცხვა მოუთხოვია. ეს თანხა ივანიშვილს დღემდე არ მიუღია!
საქმე გვაქვს გაუგონარ მოვლენასთან, როგორიც საბანკო პრაქტიკაში აქამდე, ალბათ, არასოდეს მომხდარა. შვეიცარიული ბანკი ივანიშვილს საკუთარ თანხას არ ურიცხავს!

5. თუ დავეყრდნობით გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების შეფასებებს, რომლებიც ბანკის ასეთ ქმედებას კლიენტის ინტერესების ხელყოფის „ანტირეკორდს“ უწოდებენ, სრულიად ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბანკს მისი ინტერესების უხეში ხელყოფის გამო სასამართლოში უჩივლა და ბუნებრივია, ამ საქმეს მარტივადაც მოიგებს.

6. როგორც ცნობილია „კრედიტ სუისისმა“ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილს მილიარდ დოლარზე მეტი მოპარა! ამ საქმის გარშემო ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის დავა წლების მანძილზე გრძელდებოდა და, საბოლოოდ, ბერმუდის სასამართლომ ბანკს ივანიშვილის სასარგებლოდ 600 მილიონი დოლარის გადახდა უკვე დააკისრა, დამატებით 800 მილიონი დოლარის გადახდას კი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სინგაპურის სასამართლოც დააკისრებს.
აი, მთავარ თემასაც მივადექით!

თუ წინა შემთხვევაში „კრედიტ სუისის“ უკანონო ქმედების მოტივი ფინანსური სარგებელი შეიძლება ყოფილიყო, ამ შემთხვევაში ბანკის თვითნებობას აშკარად სხვა მიზეზი უნდა ჰქონოდა - ანუ გამოდის, რომ ივანიშვილისგან რაღაცას ელოდებიან.
შანტაჟს ყოველთვის თავისი მიზანი აქვს. როდესაც ვინმეს აშანტაჟებ, ეს ნიშნავს, რომ მისგან რაღაცას მოელი. ამით განსხვავდება შანტაჟი დასჯისგან, რის შემდეგაც შედეგს ვეღარ იღებ.

შვეიცარული ბანკის „კრედიტ სუისის“ ისტორიით ჩემთვის საბოლოოდ აეხადა ფარდა იმ თამაშს, რომელიც სახეზეა. დიახ, უკვე ცხადია, რომ ომში საქართველოს ჩართვა ნაციონალებისა და მათი უკრაინელი კოლეგების კი არა, არამედ დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანია. სინამდვილეში, ნაციონალები და უკრაინელები ამ დიდ თამაშში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები არიან.
თუმცა, ხელისუფლება ნაციონალებს აბრალებს, მაგრამ ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ ნაცმოძრაობას იმის რესურსი ნამდვილად არა აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო დონეზე ორკესტრირებული თავდასხმა დაგეგმოს.
კერძოდ:

საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა;
უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების გამუდმებული თავდასხმები;
ტრადიციულად ნაციონალების ლობისტების - კუბილიუსის, გალერისა და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები;
ჰოდა ეს ყველაფერი ზემო თქმული, სინამდვილეში, ჩემო კარგებო, ნაციონალების მიერ კი არა, არამედ სხვა ხელიდან იმართება.
დიახ, დიახ!

შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს!
ახლა ერთი გახმაურებული თემაც - ევტუშენკოს ზარი ივანიშვილთან.

ჩემთვის ახლა უკვე ნათელია, რომ ივანიშვილთან ევტუშენკოვსაც მათ დაარეკინეს. ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც პუტინთან აქვს რაიმე კავშირი და რუსეთთანაც წლებია არავითარი შეხება აღარ ჰქონია. ათი წელია, ვერც ნაციონალები და ვერც მათი პატრონები რუსეთთან ივანიშვილის კავშირის ნიშანწყალსაც ვერ პოულობენ. ივანიშვილს რუსეთთან თუნდაც მინიმალური კვეთა რომ ჰქონოდა, მათ თვალს ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებოდა.
სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული და ამის წყალობით სანქციებს გადარჩენილი რუსი ბიზნესმენის ერთი ზარი, ზარი, რომლითაც ივანიშვილის შანტაჟის საბაბი მარტივად შეიქმნებოდა.

თანაც, ევტუშენკოვმა არა მხოლოდ ივანიშვილთან დარეკა, არამედ ნაცმოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა, „უეცრად“, ოპერატიულად და ძალზედ ადვილად მოიხელთეს ევტუშენკოვი, მანაც „გულახდილი საუბრები“ არ დაიზარა და ასე ერთობლივად არაფრისმთქმელი რამდენიმეწამიანი სატელეფონო საუბარი თემად აქციეს და თითქმის ერთი თვე მედიაში ხელოვნურად შეინარჩუნეს.

ეს ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვა აზრი არც ჩნდება გარდა იმისა, რომ ეს არის შანტაჟის მიზნით დადგმული სპექტაკლი - ხვდებოდნენ, რომ შანტაჟის მიზნით უცბად ახალ თემას ვერ მოიგონებდნენ და ისევ 2011 წლიდან მოგონილ თემას - „ივანიშვილის რუსულ კავშირებს“ მიმართეს.
აქ კი უნდა დავუბრუნდეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თემას და გავყვეთ მოვლენებს.
ომი 24 თებერვალს დაიწყო, ივანიშვილს ტრანზაქციები 4 მარტს შეუჩერეს.

11 მარტს გავრცელდა 2000-მდე ნაციონალის პეტიცია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით, რომელსაც ელენე ხოშტარია და სხვა ცნობილი უსამშობლო აგენტები აწერდნენ ხელს.

მანამდეც და მას შემდეგაც არ წყდება ნაციონალების, ენჯეოების და აგენტურის სხვა წარმომადგენლების გამუდმებული პირდაპირი თუ ირიბი საუბრები სანქციების დაწესების პერსპექტივის შესახებ, რომლებიც, ასევე, მხოლოდ შანტაჟის მიზანს ემსახურება.
საკმარისი ესეც რომ არ აღმოჩნდა, ივანიშვილთან ევტუშენკოვს დაარეკინეს, რასაც, უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების ჩინოვნიკების მონაწილეობით, ახალი კამპანია მოაყოლეს.

აპრილის პირველ რიცხვებში ამერიკიდან საქართველოში ჩამოდის პიტერ აკერმანი, რომელიც ხელისუფლების გადატრიალების მიზნით ტრენინგებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ კუთვნილ ტელევიზიებს და ენჯეოებს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით მარტივი ლოგიკით მივდივართ იმ სამწუხარო რეალობასთან, რომ ამ ფატალურ ომში საქართველოს ჩართვა სწორედ დიდ მოთამაშეს სურს. მათი სურვილი სრულიად გასაგებია. ისინი არ მალავენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს საკუთარ ომად განიხილავენ და ამ ომში რუსეთის დამარცხება სურთ.

ამაზე ღიად საუბრობს მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი - ბაიდენით დაწყებული და რიგითი პოლიტიკოსებით დამთავრებული. სწორედ იმისათვის იხარჯება უზარმაზარი თანხები და სწორედ იმიტომ აწვდიან უკრაინას შეიარაღებას, რომ რუსეთმა უკრაინაში მის მიერ დაწყებულ ომზე კისერი უნდა მოიტეხოს.
ომში საქართველოს ჩართვა, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანას საბედისწერო დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ ომში რუსეთის დამარცხების შანსებს გაზრდიდა. შესაბამისად, დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანი ძალიან ადვილი ასახსნელია.

ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილზე შანტაჟიც ამ მიზნით ხორციელდება. შვეიცარიული ბანკი, რომელიც, როგორც წესი, ნებისმიერ ტრანზაქციას მყისიერად ახორციელებს, ივანიშვილს გადარიცხვებს კვირების განმავლობაში უჩერებს, რასაც, ბუნებრივია, ვერავითარი ტექნიკური მიზეზი ვერ ექნება. საქართველოს ომში ჩართვის მიზანი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ამისათვის შვეიცარიას ანგრევინებენ საბანკო სისტემის რეპუტაციას, რაზეც შვეიცარიის სახელმწიფო სისტემა დგას.

რის თქმასაც დიდი მოთამაშე ღიად ვერ ბედავს, იმას უკრაინულ და ქართულ აგენტურას ალაპარაკებენ. როდესაც არესტოვიჩი, პოდოლიაკი, ლომჯარია, გიგაური, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და სხვები ომში საქართველოს ჩართვის საჭიროებაზე საუბრობენ, ამით ისინი, სინამდვილეში, თავიანთი პატრონის მესიჯს ახმოვანებენ.

ვინმეს ივანიშვილის დასჯა რომ უნდოდეს, ბუნებრივია, ამის საბაბსაც იოლად მოძებნიდა. დიდ პოლიტიკაში ვინმეს დასჯა თუ გინდა, ამისათვის ნებისმიერი მოგონილი საბაბიც კი საკმარისი იქნებოდა. თუმცა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე სანქციის დაწესება სულ მცირე, ქართულ საზოგადოებას გაანაწყენებს, მით უმეტეს, როგორც ივანიშვილმა შარშან განაცხადა, იგი მისი ფინანსების სულ მცირე 90 პროცენტის საქართველოში ქველმოქმედებაზე დახარჯვას აპირებს.

თუ ადამიანისგან რაიმეს მიღება გინდა, მას სიკვდილით უნდა დაემუქრო. ცხადია, თუ მუქარა აასრულე და კაცი მოკალი, მისგან ვეღარაფერს მიიღებ. დასავლეთი რუსეთს სანქციებით კი არ დაემუქრა, არამედ სანქციები დაუწესა, რადგან რუსეთისგან არა რაიმეს მიღება, არამედ მისი დასჯა სურდა. ამ შემთხვევაშიც ეს მარტივი ლოგიკა მუშაობს - ბიძინა ივანიშვილს იმიტომ აშანტაჟებენ, რომ მისგან საქართველოს ომში ჩართვა უნდათ, მაგრამ მუქარას თუ სისრულეში მოიყვანენ და სანქციას აამოქმედებენ, მისგან რაიმეს მიღების რესურსი სრულად ამოიწურება. დასჯილ ადამიანს არაფრის გაცემის არც რესურსი და არც მოტივაცია აღარ აქვს. შესაბამისად, შანტაჟის ავტორებისთვის ძალიან მარტივი გასათვლელია, რომ სანქციის დაწესების შემთხვევაში ისინი ვერავითარ შედეგს ვერ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილის „ფარული შანტაჟით“ მიაღწევდნენ სასურველ მიზანს - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

აქ კი, ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ამ შანტაჟიორებმა, ომის პარტიის მესვეურებმა, საერთოდ არ იციან ბიძინა ივანიშვილის ხასიათი და ვერც თავის პატრონებს მისცეს სწორი რჩევები. მე მუდმივად მხარს ვუჭერდი ბიძინა ივანიშვილს და არც ვმალავდი ამას,

თუმცა, ამავე დროს, „ჩასაფრებული“ ვცდილობდი, დამეჭირა მისი პოლიტიკური ნაბიჯების ლოგიკა.

ჰოდა, სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, როცა ყველაფრით უზრუნველყოფილმა ადამიანმა 2011 წელს ქვეყნის გადარჩენისთვის პირდაპირი მნიშვნელობით თავი გადადო, შეუძლებელია, ფულის დაკარგვის შიშით, დღეს ვინმეს ქვეყანა გაანადგურებინოს.
დიახ, მე ასე ვხედავ, ასე მჯერა და მწამს!

რამე თუ, საქართველოა უპირველეს ყოვლის!“ - წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი