საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
მისი თქმით, ნონა გაფრინდაშვილის უნიკალური ნიჭი, შესაძლებლობები და უპრეცედენტო მიღწევები უკვე ათწლეულებია, შთაგონების წყაროა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოჭადრაკეებისთვის.
„საქართველოს ეროვნულ სიამაყეს, ჭადრაკის ლეგენდას, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!
ნონა გაფრინდაშვილის უნიკალური ნიჭი, შესაძლებლობები და უპრეცედენტო მიღწევები უკვე ათწლეულებია, შთაგონების წყაროა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოჭადრაკეებისთვის. ის მსოფლიოში პირველი ქალი იყო, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. ქალბატონი ნონა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საამაყო ელჩია მსოფლიოში.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |