აი, ეს არის კლასიკური ღალატი! ყოველგვარი ფაქტების, დოკუმენტების გარეშე ყრანტალებს იმას, რასაც ნაცმოძრაობა, ერთმანეთს ასწრებენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეს დახვეწილი არამზადები! აუცილებელია ამ კაცის დაკითხვა! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„აი, ეს არის კლასიკური ღალატი! ყოველგვარი ფაქტების, დოკუმენტების გარეშე ყრანტალებს იმას, რასაც ნაცმოძრაობა! ეს, გამოუძინებელის შთაბეჭდილებას, რომ ტოვებს.
მოკლედ ერთმანეთს ასწრებენ, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეს დახვეწილი არამზადები! აუცილებელია ამ კაცის დაკითხვა!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.