520
29 აპრილი 2022, 16:12
რა ომი შეიძლება მინდოდეს მე - რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს? - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ გზავნილშია აღნიშნული.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თბილისში მისი შვილები ცხოვრობენ.
„რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგი რა!... ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი“, - წერს სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |