ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი ციხის გარეთ ავტომატურად ახალ ომს ნიშნავს რუსეთთან, და ეს არაერთხელ აღნიშნეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
515 27 აპრილი 2022, 11:31

„გაუშვით (ან გამოუშვით) სააკაშვილი ციხიდან!“ -ეს ლოზუნგი უკვე დიდი ხანია გვესმის, ძირითადად კი რა თქმა უნდა რადიკალური ოპოზიციისა და მათი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ეს მოთხოვნა ცოტა შესუსტებულია ოპო-ტელევიზიებიდან და რადიკალების ლობისტი უცხოელებიდან-მიზეზი მარტივია, თუ ფულს არ გადაუხდი მათ ნაკლებად ანაღვლებთ სააკაშვილი ციხეში იჯდება თუ ფსიქიატრიულში - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას.

„გაუშვით (ან გამოუშვით) სააკაშვილი ციხიდან!“ -ეს ლოზუნგი უკვე დიდი ხანია გვესმის, ძირითადად კი რა თქმა უნდა რადიკალური ოპოზიციისა და მათი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ეს მოთხოვნა ცოტა შესუსტებულია ოპო-ტელევიზიებიდან და რადიკალების ლობისტი უცხოელებიდან-მიზეზი მარტივია, თუ ფულს არ გადაუხდი მათ ნაკლებად ანაღვლებთ სააკაშვილი ციხეში იჯდება თუ ფსიქიატრიულში. ამ ბოლოს დროს ბელადის განთავისუფლების მოთხოვნა, რადიკალებმა კვლავ წამოწიეს, ისევ ავადმყოფობის თუ ციხეში ვერ გაძლების მიზეზით (სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხადია ნაკლებად აინტერესებთ!) მაგრამ ერთი სტრატეგიული შეცდომა კი დაუშვეს-სააკაშვილი ციხის გარეთ ავტომატურად ახალ ომს ნიშნავს რუსეთთან, და ეს არაერთხელ აღნიშნეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აი იმ უკრაინელებმა, რომლებსაც ნაციონალებმა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა შეუკვეთეს, მათაც დავალება „წარმატებით“ შეასრულეს, მაგრამ იქვე მიაყოლეს აი, სააკაშვილი და ნაციონალები, რომ იყვნენ ხელისუფლებაში რუსეთს მეორე ფრონტს გაუხსნიდნენო, მართალია ქართული ქალაქები დაიბომბებოდა, დაინგრეოდა, ხალხი დაიხოცებოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან წაგვადგებოდაო...ასე თუ ისეა, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ, სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ომის პარტიაა, და მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო დიდი ხანია უკვე ომში იქნებოდა ჩართული. მაგრამ, მთავარი და უმთავრესი ის გახლავთ, რომ სააკაშვილი ციხეში სასჯელს იხდის (ზოგსაც ელოდება!), სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ვერდიქტიცაა.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი