გიორგი ჩაკვეტაძე: აკერმანის რევოლუციური გეგმის ნაწილი ყოფილა ,,აგრესიულად დააბრალე ის, რაშიც გამხილეს", დღეს აპირებს ომისა და ღალატის პარტიის ხელმძღვანელების დავალებით მათი ახალგაზრდული ჩვენს ოფისთან პერფორმანსის მოწყობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
425 16 აპრილი 2022, 15:01

ვინმე აკერმანის რევოლუციური გეგმის ნაწილი ყოფილა ,,აგრესიულად დააბრალე ის, რაშიც გამხილეს“, გაღმა შეედავეო რა და დღეს აპირებს ომისა და ღალატის პარტიის ხელმძღვანელების დავალებით მათი ახალგაზრდული კრეისერის მაკეტითა და ყვავილებით ჩვენს ოფისთან პერფორმანსის მოწყობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გამაოგნებელია, რომ ჩვენი თანატოლები დავალების მიმცემ პარტიულ ხელმძღვანელებს კითხვასაც კი არ უსვამენ, ამ სიტუაციაში ცუდ საქმეს ხომ არ ვაკეთებთო და ასრულებენ დავალებებს, რომლითაც სხვას ცდილობენ მიაკერონ პრორუსული იარლიყი.

„ვინმე აკერმანის რევოლუციური გეგმის ნაწილი ყოფილა ,,აგრესიულად დააბრალე ის, რაშიც გამხილეს“, გაღმა შეედავეო რა და დღეს აპირებს ომისა და ღალატის პარტიის ხელმძღვანელების დავალებით მათი ახალგაზრდული კრეისერის მაკეტითა და ყვავილებით ჩვენს ოფისთან პერფორმანსის მოწყობას.

ვნახოთ, აბა, რამდენად დამტკიცდება ბაკურიანის გასაიდუმლოებული გეგმით მოქმედება!

P. S. გამაოგნებელია, რომ ჩვენი თანატოლები დავალების მიმცემ პარტიულ ხელმძღვანელებს კითხვასაც კი არ უსვამენ, ამ სიტუაციაში ცუდ საქმეს ხომ არ ვაკეთებთო;

ან თავის დროზე ქართველი სამხედროები რატომ გაწირეთ და ომის დანაშაული რატომ დააბრალეთო;
და პასუხის მიუხედავად ასრულებენ დავალებებს, რომლითაც სხვას ცდილობენ მიაკერონ პრორუსული იარლიყი...“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე Faebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი