გია გაბრიჭიძე: ზუსტი სვლები ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ რითაც ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეებში არსებული არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 13 აპრილი 2022, 15:31

სტეფანჩუკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, გამოვიდა ნაცების მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციების გავლენიდან, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთების გაზიარება და ჩვენთვის მიუღებელი ტონის შეცვლა- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე სტეფანჩუკთან გუშინდელი ინტერვიუ ბევრმა უღიმღამოდ აღიქვა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მრავლისმთქმელი და მნიშვნელოვანი იყო. პირველი და უმთავრესი იყო ის, რომ სტეფანჩუკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, გამოვიდა ნაცების მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციების გავლენიდან, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთების გაზიარება და ჩვენთვის მიუღებელი ტონის შეცვლა. ამ ყველაფრის შემდეგ სრულიად გამართლებული და პოზიტიურია საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლა, რაც ფაქტობრივად დაანონსდა. აქ შეიძლება მოვიყვანო გერმანიის მაგალითი, როდესაც გერმანელი მაღალჩინოსნების ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის მხარემ პირდაპირ აჩვენა მათი ჩასვლის მიუღებლობა. მართლაც ზუსტი სვლები ჩაატარა ქართულმა ოცნებამ რითაც ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეებში არსებული არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი