352
13 აპრილი 2022, 15:01
არ შეიძლება ისტორიულ სტრატეგიულ პარტნორთან არამეგობრული ტონით საუბარი, უაპელაციო ბრალდება და უსაფუძვლო კრიტიკა“ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.
მისი თქმით ძალიან სწორი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, რაც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმაც დაადასტურა.
„კარგია და აღნიშვნის ღირსი, რომ ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა "ქართულმა ოცნებამ",რაც გუშინდელმა სტეფანჩუკის ინტერვიუმ დაადასტურა...მმართველი გუნდის შეშფოთებამ და მითითებამ,რომ არ იმსახურებს საქართველო უარგუმენტო კრიტიკას,შედეგი გამოიღო და შეიცვალა მიდგომა...არ შეიძლება ისტორიულ სტრატეგიულ პარტნორთან არამეგობრული ტონით საუბარი, უაპელაციო ბრალდება და უსაფუძვლო კრიტიკა...დარწმუნებული ვარ სწორი კომუნიკაციით და ჯანსაღი დამოკიდებულებებით ის უხერხულობაც აღმოიფხვრება, რაც წარმოიქმნა“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |