სოსო არჩვაძე: მიუხედავად რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომისა, 2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა აგრძელებდა მასშტაბურ ზრდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 13 აპრილი 2022, 13:20

2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა, მიუხედავად აქამდე საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში მყოფ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომისა, აგრძელებდა მასშტაბურ ზრდას. ექსპორტი გაიზარდა 26.3%-ით და 411.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია; იმპორტის მატებამ, შესაბამისად, 15.6% და 895.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი სოსო არჩვაძე წერს.

მისივე თქმით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვა 45.9%-ია, რაც წინა, 2021 წლის მარტის მაჩვენებელს (42.4%) 3.5 პუნქტით აღემატება.

„2022 წლის მარტის საქართველოს ექსპორტმა საგრძნობლად გადაუსწრო არა მარტო გასული წლის, არამედ პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელსაც. – ყოველდღიური ექსპორტი 2022 წლის მარტში 2.8 მლნ აშშ დოლარით აღემატებოდა 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მართალია, 2022 წლის მარტში სავაჭრო დეფიციტი 35 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 484.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ ექსპორტის იმპორტთან მნიშვნელოვანი წინმსწრები ზრდის გამო სავაჭრო დეფიციტის თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვასთან ერთი წლის მანძილზე შემცირდა 3.7 პუნქტით (40.7 პროცენტიდან 37.0 პროცენტამდე).

მოტანილი ინფორმაცია ადასტურებს საქართველოს მზარდ საექსპორტო პოტენციალს, რომელიც განპირობებულია ქართული ბიზნესის მსოფლიო ბაზრებზე წარმატებული ექსპანსიით და სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობით. ექსპორტის ასეთი თვალსაჩინო ზრდა გლობალური არასტაბილურობისა და გაურკვევლობის ფონზე მიღწეულია ხელისუფლების მიზანმიმართული, გაწონასწორებული პოლიტიკით და საფრთხეების არიდების სტრატეგიით. ექსპორტის ზრდაში თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო როლის ზრდასაც, რის პოტენციალის ტრანსფორმაცია პრაქტიკულ შესაძლებლობად მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების ზემოხსენებული პოლიტიკის დამსახურებაა“, - წერს არჩვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი