ანგარიში არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება და შეიცავს მხოლოდ ე.წ. სახალხო დამცველისა და ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, რაზეც კონკრეტულად არის მითითებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 13 აპრილი 2022, 13:19

სააკაშვილზე არაფერია ნათქვამი გარდა იმისა, რომ მას პოლიტპატიმრად მხოლოდ ოპოები მიიჩნევენ, სამაგიეროდ არის საუბარი იმ დანაშაულებზე, რომლებშიც მხილებულია სააკაშვილი და რის გამოც იხდის სასჯელს, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს.

„ადრე, როცა „ამერიკის ხმას“ და „თავისუფალ ევროპას“ კგბ-ს ჩამხშობებიდან გამოღწეულ მცირე სიგნალებს გაჭირვებით ვიჭერდით, რეალური ინფორმაციის გაგების საკმაოდ კარგი მეთოდი შევიმუშავე (ისინიც კარგა გვარიანად იტყუებოდნენ ) - მოვუსმენდი მაგალითად გივი ალაზნისპირელის მიერ რაიმე საერთაშორისო სკანდალს, შემდეგ ამ თემის შესახებ ფარად სეიფულ-მულიუკოვის შეფასებებს ვნახავდი და თუ ერთმანეთს დაემთხვეოდა, ე.ი. ინფორმაცია უტყუარი იყო. რაც შეეხება ე.წ. კრიტიკული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ნებისმიერ ამბავს, ისინი არასდროს არ არის მართალი. ეგ კი არა და მათ რომ თქვან კარგი ამინდიაო და გარეთ თაკარა მზე ანათებდეს, ეგეც არ მჯერა. მათ საოცარი დამახინჯებით გაავრცელეს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და დეპარტამენტს ათასი სისულელე დააბრალეს. უმთავრესი კი არის ის, რომ ანგარიში არ არის დეპარტამენტის შეფასება და შეიცავს მხოლოდ ე.წ. სახალხო დამცველისა და ოპოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, რაზეც კონკრეტულად არის მითითებული. მაგალითად სააკაშვილზე არაფერია ნათქვამი გარდა იმისა, რომ მას პოლიტპატიმრად მხოლოდ ოპოები მიიჩნევენ სამაგიეროდ არის საუბარი იმ დანაშაულებზე, რომლებშიც მხილებულია სააკაშვილი და რის გამო იხდის სასჯელს. არც გამოძიებასთან და არც სასამართლოსთან არანაირი კითხვები დასმული არაა. მოკლედ რომ ვთქვა საქართველოში ინგლისურს საკმაოდ ბევრი ადამიანი ფლობს და ამ „კრიტიკულებს“ ჩვენი მოტყუების ეს "კანალიც" დაეხურათ“ - წერს გია გაბრიჭიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი