გია აბაშიძე: სააკაშვილის მეხუთე კოლონამ პოლიტიკური საბოტაჟის დროებითი პლაცდარმი შექმნა უკრაინის ხელისუფლებაში. კიევიდან მოდის ზუსტად იმ ყალბ ბრალდებათა კასკადი, რასაც დესტრუქციული "ნაცები" ამბობენ შინ და გარეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 04 აპრილი 2022, 18:01
„უკრაინის ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სპეცსამსახურების ცალკეულმა ჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქცია ჯერჯერობით ვერ ვრცელდება? და რა ტვირთბრუნვაა იმ სეპარატისტულ რეგიონებში, ამ ეტაპზე ჩვენს კონტროლს მიღმაა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

 მისი თქმით.,ხატია დეკანოიძე ნიშნის მოგებით ნუ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს მისი ნათქვამი "დაადასტურეს" უკრაინელებმა. 

 „უდავოა, რომ სააკაშვილის მეხუთე კოლონამ პოლიტიკური საბოტაჟის დროებითი პლაცდარმი შექმნა უკრაინის ხელისუფლებაში. კიევიდან მოდის ზუსტად იმ ყალბ ბრალდებათა კასკადი, რასაც დესტრუქციული "ნაცები" ამბობენ შინ და გარეთ. საქართველოდან რომ ე.წ. სამხედრო კონტრაბანდა მიედინებოდეს უკრაინაში (რაც ამ ხელისუფლების პირობებში არასდროს მოხდება), ამაზე უწინარესად, განგაშს ატეხდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი სამსახურები! იბადება შეკითხვა - უკრაინის ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სპეცსამსახურების ცალკეულმა ჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქცია ჯერჯერობით ვერ ვრცელდება? და რა ტვირთბრუნვაა იმ სეპარატისტულ რეგიონებში, ამ ეტაპზე ჩვენს კონტროლს მიღმაა. P.S. თანამდებობის მისაღებად ყველაფერზე წამსვლელი ხატია დეკანოიძე ნიშნის მოგებით ნუ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს მისი ნათქვამი "დაადასტურეს" უკრაინელებმა. "შავ ხვრელებზე" ვინ საუბრობდა ტელეეთერში, ყველას კარგად გვახსოვს“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი