384
02 აპრილი 2022, 22:14
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ძალიან გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი, რომელიც კარგად არჩევს ვის უნდა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება.
,,არჩევნები, ჩვეულებრივი იქნება თუ შუალედური ხალხის ნებისა და განწყობის ინდიკატორია. რაც არ უნდა იკივლოს და იწივლოს ოპოზიციამ, მათმა არასამთავროებმა და დეზინფორმაციის მანქანა-ტელევიზიებმა ფაქტი სახეზე „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოუგო. მიზეზი იმდენად მარტივი და უბრალოა, საერთოდ პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანიც კი მიხვდება: ნაცებს კიდევ ერთხელ ეუბნება არას ამომრჩეველი იმიტომ, რომ მობეზრდათ და არ უნდა:
• მათ ტყუილი დაპირებები, ფეიკები და დეზინფორმაცია;
• ომი, რევოლუცია, არეულობა და დესტაბილიზაცია;
• სააკაშვილის ბაქიბუქის მოსმენა;
• ერთ და იგივე ვადაგასული პოპულისტი და არაფრისმაქნისი მონაცო პოლიტიკოსების დანახვა!
„ქართული ოცნება,“ კი იგებს იმიტომ, რომ ამომრჩეველი ხედავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. ძალიან, ძალიან გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი,რომელიც კარგად არჩევს ვის უნდა სხვისი შვილების ომში გარეკვისა და სიკვდილის ხარჯზე თავის შვილების ფუფუნებაში გაზრდა, ოღონდ სამშობლოს სიყვარულით არა და ვის უნდა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება,” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook- ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |