ლევან ნიკოლეიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: კაცს მსოფლიო ბანს გიწოდებდნენ, ხალხის დიდი პატივისცემით სარგებლობდე და პირადი და „პოლიტიკური“ მიზნებიდან ასე როგორ უნდა დაბრმავდე, რომ სააკაშვილს, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ასე აღმერთებდე?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 29 მარტი 2022, 12:16
,,დავიჯერო არაფერი სმენია ომიდან გამოქცეულ პრეზიდენტზე, რომელმაც ლიახვის ხეობის სოფლებს „ქვა-ღორღი“ უწოდა? არც ომში მიტოვებული ცხედრებზე სმენია რამე? არც წამებით მოკლულ გვირგვლიანზე? სასტიკად ნაცემ გელაშვილზე? 9 000 000 გამფლანგველი პრეზიდენტ ყოფილი პიჯაკების საქმეს რომ უწოდებს თავის დანაშაულს? ომის მერე, ოკუპანტ რუსეთს, რომ სტრატეგიული ობიექტები გადასცა/მიყიდა, არც ეს გაუგია?’’ ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომლის აზრითაც ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფლები უნდა გაუცვალონ.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ივანიშვილი დარჩება კაცად, რომელმაც შეძლო პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არა რევოლუციით და გადატრიალებით, არამედ დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება-სააკაშვილი კი დღესაც დამხობით, რევოლუციით, გადატრიალებით და ჩამოხრჩობით იმუქრება.
,,კაცს, მსოფლიო ბანს გიწოდებდნენ, ხალხის დიდი პატივისცემით სარგებლობდე და პირადი და „პოლიტიკური“ მიზნებიდან ასე როგორ უნდა დაბრმავდე, რომ სააკაშვილს, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ასე აღმერთებდე?! ეს, მარტო გაუგებარი არ არის, ამორალურიცაა. დავიჯერო არაფერი სმენია ომიდან გამოქცეულ პრეზიდენტზე, რომელმაც ლიახვის ხეობის სოფლებს „ქვა-ღორღი“ უწოდა? არც ომში მიტოვებული ცხედრებზე სმენია რამე? არც წამებით მოკლულ გვირგვლიანზე? სასტიკად ნაცემ გელაშვილზე? 9 000 000 გამფლანგველი პრეზიდენტ ყოფილი პიჯაკების საქმეს რომ უწოდებს თავის დანაშაულს? ომის მერე, ოკუპანტ რუსეთს, რომ სტრატეგიული ობიექტები გადასცა/მიყიდა, არც ეს გაუგია?
არ ვიცავ ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ ხელოვანთა წრეებში მოიკითხეთ, რამდენ ადამიანი გადაარჩინა სიკვდილსა და გაჭირვებას. რამდენი ისტორიული და კულტურული ძეგლი აღადგინა! ჩემთვის პირადად კი ბატონი ივანიშვილი დარჩება კაცად, რომელმაც შეძლო პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არა რევოლუციით და გადატრიალებით, არამედ დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება-სააკაშვილი კი დღესაც დამხობით, რევოლუციით, გადატრიალებით და ჩამოხრჩობით იმუქრება. დავიჯერო განსხვავებას ვერ ხედავთ?!’’ წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი