სრულიად უპასუხისმგებლო და მავნებლური განცხადება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის მდივნისგან. მონსტრ რუსეთთან უაზრო ომის გაჩაღება უკრაინის მეგობარი ქვეყნების მიერ, თავად უკრაინისთვისაც იქნება ძალიან წამგებიანი. ეს კარგად უნდა ესმოდეს ასეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე Facebook-ზე.
„თუმცა, როგორც ჩანს, დანილოვის CV-დან, უკრაინასაც ამ ეტაპზე, იქაური კახა ლომაია ჰყოლია უშიშროების საბჭოს თავკაცად.
Сла́ва Украї́ні!
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი: დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |