ვინ იგესლება ნატოზე? დემოკრატიის იდეების „დამცველი“ ნიკა გვარამია! ნატო თვითონ არ იბრძვის, უკრაინელების ხელით ეომება რუსეთსო?! ეს რომ ვინმეს ხელისუფლებიდან ეთქვა, პუტინთან შეთანხმებულ აზრად წარმოაჩენდა პირადად გვარამია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 26 მარტი 2022, 11:06

რასაც ის თავის ე წ. ანალიზში წარმოგვიდგენს, ნაცების იდეოლოგი, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და მოსაზრება ნატოს შესახებ. ისე რა გვიკვირს, ხან სააკაშვილი წამოსწევს თემებს აქეთ ნეიტრალიტეტიო, იქით ნატო ვირეშმაკობსო, მერე ქართველი ნაცებით გარშემორტყმული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრუნდებიან და უღირსი სიტყვებით გვამუნათებენ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „ნატო იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას“.

„ამდენი მაგინებელი თუ ჰყავდა ნატოს მართლა არ მეგონა! ჩუმი მაგინებელი, შეპარვით და „ტექნიკურად“ კრიტიკოსები, თან სად უკრაინაში და საქართველოში! უკრაინაში გასაგებია, იმედები გაუცრუვდათ და მგონი ნეიტრალიტეტზეც თანხმდებიან. მაგრამ საქართველოში? ნახეთ ვინ იგესლება ნატოზე? დიდი პროდასავლური და დემოკრატიის იდეების „დამცველი“ ნიკა გვარამია! ნატო თვითონ არ იბრძვის, მაგრამ უკრაინელების ხელით ეომება რუსეთსო?! ნატომ თავისი გამარჯვებისთვის უკრაინელი ხალხი გაწირაო! ხედავ, ეს ნატო ვინ ყოფილაო?! ეს რომ ახლა ვინმეს ხელისუფლებიდან ეთქვა, ან რომელიმე ექსპერტს თავის მოსაზრებად დაეწერა მინიმუმ პუტინთან თუ არა შოიგუსთან შეთანხმებულ აზრად წარმოაჩენდა პირადად ნიკა გვარამია. არა და რასაც თავის ე.წ. ანალიზში წარმოგვიდგენს ნაცების იდეოლოგი, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და მოსაზრება ნატოს შესახებ. ისე რა გვიკვირს, ხან სააკაშვილი წამოსწევს თემებს აქეთ ნეიტრალიტეტიო, იქით ნატო ვირეშმაკობსო, მერე ქართველი „ნაცებით“ გარშემორტყმული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრუნდებიან და უღირსი სიტყვებით გვამუნათებენ. ერთი რამ კი ცხადია, ნაცებს კუდი ყველგან უჩანთ ხოლმე თან თუ რუსული ნარატივიცაა უფრო ხილული ხდება“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი