დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას: ნუთუ არ გაქვს მაგალითი უკრაინელი კოლეგას სახით, რამდენჯერ იყო ჩამოსული უკრაინელი პატიმარის მასანახულებლად, იქ კი - ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს: დაგვეხმარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 24 მარტი 2022, 20:33
“საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ - შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ. ჩადი, გაუშვი ვინმე - მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი?” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიას. 

 “როდესაც რუსეთის პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი სკანდალების ფონზე, გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართველ პატიმრებთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების ფაქტების თაობაზე, გასაგებია - ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას მოიმიზეზებდით. მაგრამ, როდესაც ქართველი პატიმრებით გავსებული უკრაინის პენიტენციური სისტემიდან დახმარებისა და ყურადღების თაობაზე ისმის ღაღადი - პირადად არ გინდა, მაგრამ ის შენი უსაქმური, "დარტანიანივით" ულვაშა-მოადგილე მაინც გაუშვი შენი მოქალაქეების ბედით დაინტერესების მიზნით. 

ნუთუ არ გაქვს მაგალითი, შენი უკრაინელი კოლეგა-ქალბატონის სახით, თუ რამდენჯერ იყო ჩამოსული საქართველოში ერთადერთი უკრაინელი პატიმარის მასანახულებლად, იქ კი - ასობით შენი მოქალაქე მოგმართავს: დაგვეხმარე!!! 

საომარ მდგომარეობას ნუ მოიმიზეზებ - შენივე იდეოლოგიური დები და ძმები, ყოველდღე სოციალურ ქსელებს კიევსა და ლვოვში გადაღებული სელფებით ავსებენ.

 ჩადი, გაუშვი ვინმე - მიბაძე უკრაინელ ომბუდსმენს! ან რა საქმე გაქვს მეტი? საქართველოში პატიმრებს ციხეებში არავინ აუპატიურებს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით აღარავის უშვებენ, ტალევიზიებს არ ხურავენ და არც არბევენ - როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ, იგივე უკრაინის მაგალითზე - ოპოზიციურ პარტიებს საბითუმო ოდენობით არ ხურავენ, ბიზნეს არ ატერორებენ, არჩევნებს არ აყალბებენ. 

გასაგებია, რომ უსაქმურად ზიხართ, "იძი-ნა-დვიჟენიობთ", საბიუჯეტო მილიონებს ფლანგავთ და რაღაც გასართობ ფეიკებს აზიარებთ, თავის უსაქმურ მოადგილესთან ერთად - მაგრამ რეალური გაუბედურებული ადამიანების ცოდვა ერთხელაც მეწყერივით დაგეწევათ”, -წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი