თამარ ტალიაშვილი - ინფორმაცია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენაზე არის ცალსახა ტყუილი და დეზინფორმაცია, საპარლამენტო კომიტეტს საერთოდ არ განუხილავს მსგავსი საკითხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 19 მარტი 2022, 14:41
ცალსახა ტყუილი, დეზინფორმაცია და მიზანმიმართული პროვოკაცია - ასე ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოში საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენას საპარლამენტო კომიტეტმა ორი მოსმენით დაუჭირა მხარი.

როგორც ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საპარლამენტო კომიტეტს საერთოდ არ განუხილავს მსგავსი საკითხი, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართული პროვოკაციაა და ემსახურება საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური განწყობების გამძაფრებას.

„#სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია არის ცალსახა ტყუილი და დეზინფორმაცია. საპარლამენტო კომიტეტს საერთოდ არ განუხილავს მსგავსი საკითხი.

ასეთ დროს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ემსახურება საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური განწყობების გამძაფრებას, რაც სრულიად მიუღებელი და ამორალურია“ - წერს თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი