501
17 მარტი 2022, 19:49
საქართველოს მთავრობა, ხომ კარგად ხართ, აგებს თქვენი ფალავანი რუსეთი, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ხელისუფლებას.
ის მმართველ გუნდს მოუწოდებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.
„საქართველოს მთავრობა, ხომ კარგად ხართ, აგებს თქვენი ფალავანი რუსეთი, აი ის, „შედეგი რომ წინასწარ გადაწყვეტილი იყო“ თქვენი ჭკუით და მიდექ-მოდექით, დაიწყეთ უკვე ლაპარაკი, რომ ყოველთვის უკრაინის მხარეს იყავით და ახლა მაინც შეუერთდით სანქციებს“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |