366
16 მარტი 2022, 15:47
„მოკლედ, რაც უნდა გაეგო დღეს ელემენტარული აზროვნებისა და ინტელექტის მქონე homo sapiens--ს ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებიდან. არა-homo და არა-sapiens-ებს ეს რა თქმა უნდა არ ეხება. აზრი არა აქვს. მაშ ასე,
არასწორია: ყოფილი რეჟიმის მხრიდან, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებებისა და ანტიპროვოკაციული მოწოდებების სრული იგნორირება; 2008 წლის 7 აგვისტოს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებით, საომარი მოქმედებების პროვოცირება რუსეთთან; ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ სანქციების არშემოღება; საერთაშორისო არენაზე - არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში ამ სანქციების შემოღების მოთხოვნაზე სრული პასიურობა; რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარების გაწევა; რუსეთთან ცალმხვრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება; რუსეთისთვის სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვა; ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების (მესხელი, ბოკერია, ხეთაგური და სხვები) ახლო ნათესავების ФСБ-ს გენერალიტეტის საკურატორო მიმართულებებზე "თელასში" სამსახურში მოწყობა; რუსეთისა და ყაზახეთის შავი ფულის გასათეთრებლად - 2012 წლის დასაწყისში აჭარის სადეველოპერო ბაზრის დათმობა
სწორია: 2015 წელს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთება; რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ პარლამენტის რეზოლუციის მყისიერი მომზადება; გაეროში რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკური სანქციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის მხარდაჭერა; უკრაინის ომის გარშემო ჰააგის ტრიბუნალის მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან თითოეული გადადგმული ნაბიჯის შეთანხმება და მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა; ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ რეზოლუციის მომზადება და განაცხადის შეტანა; ქვეყნისთვის ომის აცილების, ოკუპაციის დასრულების, ეკონომიკური კოლაფსის დადგომის თავიდან ასაცილებლად პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებით განპირობებული სახელისუფლებო პოლიტიკის გატარება; უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაწეული და მიმდინარე ჰუმანიტარული ხასიათის დახმარების გაწევა და დევნილთა ნაკადის მისაღებად სრული მზაობა“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |