
უკრაინა უარყოფს ოფიციალური მოსკოვის განცხადებას, რომ ლვოვთან, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსმა სამხედროებმა იერიშის დროს 180-მდე უცხოელი დაქირავებული მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის მარკიან ლუბკივსკიზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
„ეს არ არის სიმართლე. სუფთა რუსული პროპაგანდა“, - აღნიშნა ლუბკოვსკიმ CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში.
მან ასევე თქვა, რომ იავორივის სამხედრო ბაზაზე დაღუპულთა შორის ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ცნობა არცერთი უცხოელის გარდაცვალების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში, ლვოვთან ქალაქ იავორივის საწვრთნელ ობიექტზე მათი თავდასხმის შედეგად "180-მდე უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი" დაიღუპა.
ოფიციალური მოსკოვის ცნობით, დასავლეთ უკრაინაში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის დიდი რაოდენობა.
რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავდასხმებს „უცხოელი დაქირავებული სამხედროების“ წინააღმდეგ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |