433
11 მარტი 2022, 11:17
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვები შეეხებოდა რუსეთ - უკრაინის ომს და ამ ომში საქართველოს, კერძოდ პრემიერის პოზიციასაც. ჟურნალისტმა აშშ პრესსპიკერ ნედ პრაისს კითხვა პროვოკაციული კონტექსტით დაუსვა (თითქოს პრემიერმა თქვა რომ)- " სანქციები არაეფექტურია რუსეთის ეკონომიკის მიმართ" სინამდვილეში პრემიერმა განაცხადა -"სანქციები ვერ აჩერებს ომს".
აშშ პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ოპოზიციის მცდელობას მოღალატედ გამოეყვანათ ირაკლი ღარიბაშვილი და სახელისუფლებო გუნდი ცივი წყალი გადაასხა და რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენი პრემიერ-მინისტრის და ქვეყნის პოზიცია დადებითად შეაფასა. მან განაცხადა - "ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის, ის სავარაუდო შედეგი რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის აგრესიას, ისევ როგორც ეს ესმით საქართველოში, ის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ომის მსხვერპლი, ძალიან ბევრ ქართველს მკაფიოდ ახსოვთ ეს დღეები. ქართველი ხალხი, მათ შორის მთავრობის წევრებიც სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ, მოულოდნელად ძლიერი ერთობა.’’
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ბრიფინგი კიდევ ერთი ლუსტრაცია აღმოჩნდა ზედმეტად "კარგად", პროვოკაციულად მომზადებული ნაცპარტიული ტელევიზიისთვის. დაბრძანდით, "ფეილი"! რუსული საქმით საკუთარი ქვეყნის გაშავება არ გამოგივიდათ.
P.S. მინაწერი: რას იტყოდნენ მთავარი არხის ჟურნალისტები წინა საუკუნეებში: ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავთ, გორგასალს ჯაჭვის პერანგი იღლიაში აქვს გარღვეუილი“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |