სააკაშვილის გენერლები, დღეს რომ ექსპერტობენ, უკრაინელებისგან განსხვავებით, ერთმანეთს ასწრებდნენ ბრძოლის ველიდან გამოქცევას და სამარცხვინოდ მიატოვეს ჯარისკაცები. სააკაშვილისგან განსხვავებით, ზელენსკი შიშისგან ჰალსტუკს არ ღეჭავს. შეშინებულმა სააკაშვილმა ოღონდ კი საკუთარი ტყავი გადაერჩინა, 3 დღეში მოაწერა ხელი კაპიტულაციას, თანაც საქართველოსთვის საზიანო პირობებით, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით სააკაშვილის და ზელენსკის შედარება მორიგი დახმარების გაწევაა სააკაშვილისთვის, თუმცა ზელენსკი აღმოჩნდა ძლიერი პოლიტიკოსი სააკაშვილისგან განსხვავებით.
„სააკაშვილსა და ზელენსკის შორის პარალელების გავლება და მათი ერთ დაფაზე დაყენება, არის მიშასთვის მორიგი მაშველი რგოლის გადაგდების უსუსური მცდელობა. სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ უომრად ჩააბარეს კოდორი, სააკაშვილის გენერლები, დღეს რომ ექსპერტობენ, უკრაინელებისგან განსხვავებით, ერთმანეთს ასწრებდნენ ბრძოლის ველიდან გამოქცევას და სამარცხვინოდ მიატოვეს ჯარისკაცები. სააკაშვილისგან განსხვავებით, ზელენსკი შიშისგან ჰალსტუკს არ ღეჭავს. შეშინებულმა სააკაშვილმა ოღონდ კი საკუთარი ტყავი გადაერჩინა, 3 დღეში მოაწერა ხელი კაპიტულაციას, თანაც საქართველოსთვის საზიანო პირობებით. სააკაშვილისგან განსხვავებით, ზელენსკის არ უსწავლია პრესტიჟულ დასავლურ უნივერსიტეტებში და არც სახელისუფლებო სავარძლებით დამტკბარა, მაგრამ ის აღმოჩნდა ძლიერი პოლიტიკოსი, პოლიტიკანი სააკაშვილისგან განსხვავებით. გამძლეობა, წარმატება და მშვიდობა უკრაინას!“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |