ზელენსკიმ ომის დაწყებამდე ააფორიაქა მთელი სამყარო, მოახდინა საკუთარი მოსახლეობის სრული მობილიზაცია, აამაღლა ეროვნული ღირსება, სააკაშვილმა კი იგნორირება გაუკეთა ვეტერანებს, მებრძოლებს და მოხალისეები საერთოდ უარყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
347 01 მარტი 2022, 13:52

ზელენსკი სატელევიზიო ჩართვებს აკეთებს არა შარვალ-კასტუმში და ჰალსტუხში გამოწყობილი, არამედ რიგითი მებრძოლის ტანსაცმელში სააკაშვილი კი პირდაპირი ეთერის წინ ჰალსტუხს ჭამდა - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში და ერთმანეთს ადარებს ვლადიმერ ზელენსკის და მიხეილ სააკაშვილს.

როგორც გია გაბრიჭიძე აღნიშნავს, ზელენსკიმ კრეშჩატიკზე უაზრო კონცერტის ნაცვლად პირდაპირ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით.

,,მართლა საოცარია იმ ხალხის ლოგიკა, რომლებიც ერთდროულად ზელენსკითაც არიან აღფრთოვანებულნი (რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები) და მეორეს მხრივ „რა დროშა მოგვცა მიშამო“ მღერიან. ზელენსკიმ ომის დაწყებამდე ფაქტობრივად მაქსიმალური ააფორიაქა მთელი დასავლური სამყარო, ანუ უხეშად რომ ვთქვა არ მოასვენა არც ერთი ლიდერი. მოახდინა საკუთარი მოსახლეობის სრული მობილიზაცია. მწყობრში მოიყვანა ვეტერანები, იარაღი დაურიგა მცოდნე ადამიანებს. აამაღლა ეროვნული სული და ღირსება. სააკაშვილმა კი საერთოდ იგნორირება გაუკეთა ვეტერანებს, ნამდვილ მებრძოლებს და მოხალისეები საერთოდ უარყო. ზელენსკი სატელევიზიო ჩართვებს აკეთებს არა შარვალ-კასტუმში და ჰალსტუხში გამოწყობილი, არამედ რიგითი მებრძოლის ტანსაცმელში (დამერწმუნეთ ამას ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს), სააკაშვილი კი პირდაპირი ეთერის წინ ჰალსტუხს ჭამდა. კრეშჩატიკზე უაზრო კონცერტის ნაცვლად ზელენსკიმ პირდაპირ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით, სააკაშვილმა კი დახმარებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოსაც არ მიმართა და რუსთაველზე გამარჯვება იზეიმა. ზელენსკის ხელისუფლების ჩინოსნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაქსიმალური ძალისხმევით იბრძვიან, სააკაშვილის ჩინოსნები კი გენერალი ბორისოვის მძღოლებად გადანაწილდნენ. კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ ნერვები მეშლება და არ მინდა თქვენც აგიშალოთ. მაპატიეთ, მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, არაფრით არ მესმის და ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ’’ - წერს გია გაბრიჭიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი