შეუძლებელია რომ ტიპს, რომელიც გუშინ რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვდა, მოულოდნელად სამშობლოს სიყვარული და პუტინის სიძულვილი ისე გაეღვიძა, რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნებაში გვეხმარება, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე, რომელიც ალექსეი გონჩარენკოს სტატუსს ეხმიანება, სადაც ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.
„ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ეს გონჩარენკო იმ დივერსიული ჯგუფების ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდეს, რომლებიც კიევში მოქმედებდნენ და რომლებიც საბედნიეროდ გაანადგურეს. არ გამიკვირდება, რადგანაც შეუძლებელია რომ ტიპს, რომელიც გუშინ რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვდა, მოულოდნელად სამშობლოს სიყვარული და პუტინის სიძულვილი ისე გაეღვიძა, რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნებაში გვეხმარება. ფუი ამის შპიონი დ.შ.!“, - წერს გაბრიჭიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |