ლევან ნიკოლეიშვილი საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე: პროვოკაციის სუნი უდის, როცა ვიღაც-ვიღაცები ამ სპორტული ღონისძიების დროს უკრაინის საკითხის წამოწევას ცდილობენ, შესაბამისმა სტრუქტურებმა დროულად უნდა მიიღონ პრევენციული ზომები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 23 თებერვალი 2022, 12:49

პროვოკაციის სუნი უდის, როცა ვიღაც-ვიღაცები ამ სპორტული ღონისძიების დროს უკრაინის საკითხის წამოწევას ცდილობენ, შესაბამისმა სტრუქტურებმა დროულად უნდა მიიღონ პრევენციული ზომები - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, არის რეალური საფრთხე,მითუმეტეს როდესაც საქმეში „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, და სუბიექტები ერთვებიან

„ერთმხრივ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი სპორტული პაექრობაა. ასეთი მატჩის დროს ყოველთვის არის გარკვეული ემოციები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, შენ შენს გუნდს გულშემატკივრობ, თან იმ სახეობაში, რომელიც ასე პოპულარულია საქართველოში. მაგრამ როდესაც ვიღაც-ვიღაცები ამ სპორტული ღონისძიების დროს უკრაინის საკითხის წამოწევას ცდილობენ ან შეეცდებიან, რა თქმა უნდა მიუღებელია, და პროვოკაციის სუნი უდის. არის საფრთხე, თან რეალურიც,მითუმეტეს როდესაც საქმეში „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, და სუბიექტები ერთვებიან. ვითომ პატრიოტები, ვითომ უკრაინის მხარდამჭერები, სინამდვილეში პროვოკატორები სად და რას გააკეთებენ კაცმა არ იცის. ამიტომ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დროულად უნდა მიიღონ პრევენციული ზომები“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა 27 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი