ყოფილი პრემიერი, რომელიც ნაცმოძრაობას გაქრობას ჰპირდებოდა, სულ მოკლე ხანში მოგვევლინა მათ გადამრჩენელის როლში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
446 18 თებერვალი 2022, 14:00
 ,,არის ადამიანები, რომელნიც კეთილი და პატრიოტი ადამიანების დახმარებით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე აღწევენ დიდ თავბრუდამხვევ კარიერულ წარმატებებს! მერე კი ერთი გენიალური ფრაზის არ იყოს ემართებათ ავადმყოფობა, რომელსაც ეწოდება- "თავბრუდახვევა წარმატებებისაგან". -წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარიას შესახებ. 

როგორც გვენეტაძე წერს, გახარიამ მოულოდნელად გამოიჩინა სახელმწიფოებრივი, პიროვნული უპასუხისმგებლობა და ვითომდაც ვიღაც პოლიტიკური გვამის მელიას დაჭერა არ დაჭერის მომიზეზების გამო უმაღლესი რანგის თანამდებობიდან გადადგა!


,,არის ადამიანები, რომელნიც კეთილი და პატრიოტი ადამიანების დახმარებით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე აღწევენ დიდ თავბრუდამხვევ კარიერულ წარმატებებს!
მერე კი ერთი გენიალური ფრაზის არ იყოს ემართებათ ავადმყოფობა, რომელსაც ეწოდება- "თავბრუდახვევა წარმატებებისაგან".!
წარმოიდგენენ საკუთარ თავს, როგორც მძლეთამძლეებს, ყოვლისშემძლეებს და ბოლოს აღმოჩნდებიან იქ, სადაც ნამდვილად მათი კუთვნილი ადგილია!
ალბათ მიხვდით ვისზეც მაქვს საუბარი!
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელმაც ერთი წლის წინ, ზუსტად იმ კაცის დაბადების 65 წლის თავზე, რომელმაც ის ქვეყნის პირველ პირამდე აღამაღლა, მის წინააღმდეგ გამოვიდა!
მოულოდნელად გამოიჩინა სახელმწიფოებრივი, პიროვნული უპასუხისმგებლობა და ვითომდაც ვიღაც პოლიტიკური გვამის მელიას დაჭერა არ დაჭერის მომიზეზების გამო უმაღლესი რანგის თანამდებობიდან გადადგა!
ამ მოულოდნელი სვლით ამ კაცმა არნახული პოლიტიკურ-მორალური საფრთხის წინაშე დააყენა ქართული სახელმწიფო და მოსახლეობა!
20 ივნისს აბსოლუტურად სწორად, გამართულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე-მოქმედი სახელმწიფო მოხელე წამებში იქცა არასახელმწიფოებრივად და მტრის წისქვილზე წყლის დამსხმელ სუბიექტად!
შეიძლება კაცს ეფიქრა რომ მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ დემოკრატიაა და უპირველესია ადამიანი როგორც ასეთი! თუმცა სახელმწიფოს პირველკაცს ასეთ პოლიტიკურ-მორალური ქმედება არამც და არამც არ ესადაგებოდა...
ამიტომაც პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯს უპირველესად შევაფასებდი მისი შემდგომი ნაბიჯების ფონზე უპირველესად სახელით, რომელსაც უ მ ა დ უ რ ო ბ ა ჰქვია!
დიახ, მან გამოიჩინა უმადურობა იმ კაცის გაკეთებული სიკეთის მიმართ, რომლის სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილია და აგრეთვე უაღრესად დიდი უპრინციპობა საკუთარი დაპირებების მიმართ!
ყოფილი პრემიერი ,რომელიც ქვეყნის დესტრუქციულ ძალას ამ უმაღლეს პოსტზე ყოფნისას ნაცმოძრაობას გაქრობას ჰპირდებოდა, სულ მოკლე ხანში მოგვევლინა ამ უსაშინლესი ძალის გადამრჩენის როლში!
და საქმით გვაჩვენა, რომ კაცი, რომელიც გარკვეულ პერიოდში იწოდებოდა როგორც საკოლხ-საიბერიოს სიმბოლოდ სინამდვილეში ყოფილა ყალბი!
ამის მაგალითები უხვად მოგვეპოვება: ჯერ კახა კალაძესთან მერის არჩევნებზე დაპირისპირება და მერე მის მიერვე ქვეყნის დამანგრეველ ძალად გამოცხადებულ პოლიტიკურ ძალასთან საკრებულოებში პოლიტიკური ჩახუტება- გაალიანსებს!
ნათქვამია: "საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო"!
ჰოდა ერთი წელიც კი არ დასჭირდა ყოფილი პრემიერის ნაკეთებ შედეგთა გამომზეურებას და წარმოჩენას!
საბოლოოდ ყოფილმა პრემიერმა ისე, რომ არავინ არ წახმარებია თავად ჩაიდინა პოლიტიკური ჰარაკირი!
რატომ გააკეთა ეს პოლიტიკურ ამბიციებს უსაზღვროდ აყოლილმა ყოფილმა პრემიერმა, საკითხავი აი ეს არის?’’ - წერს ედიშერ გვენეტაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი